სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10-11-2017
-
+


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე აკადემიის რექტორი კადეტებს შეხვდა. უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ახალგაზრდებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბში შეკრებილ საზოგადოებას ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მემორანდუმის მიზნები და ამოცანები გააცნო. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ითვალისწინებს ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს, სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე კადეტთა და იუნკერთა გაცვლით პროგრამებს. რაც მთავარია, მემორანდუმის საფუძველზე, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მიღების პროცედურები გამარტივდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება