სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N17 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
01-03-2021
-
+


ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა.

„მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და ნახეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. იმსჯელეს, თუ რა ვითარებაში მოხდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება; რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობას? როგორ იბრძოდნენ საერთაშორისო აღიარებისთვის.

მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ ინფორმაციასა და იმსჯელეს, თუ როგორ იყო დაცული დემოკრატიისა და ტოლერანტობის პრინციპები; გაავლეს პარალელი თანამედროვეობასთან.

1921 წელი-იუნკერები და საქართველოს გასაბჭოება​

ნახეს ვიდეოფილმი და იმსჯელეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთა გმირობას? როგორ უნდა  გამოხატოს თითოეულმა მოქალაქემ სამშობლოს სიყვარული. 

ფილმმა დიდი ინტერესი და ემოციური მღელვარება გამოიწვია მეექვსეკლასელებშიც. მათ საკუთარი აზრი გამოთქვეს ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით.

მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებს პედაგოგებმა გააცნეს ინფორმაცია და წარუდგინეს ფილმი.

სატელეგრაფო ოკუპაცია

ფილმის ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია; მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია; მე-10 და მე-11 კლასელებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: რუსეთ -საქართველოს ომი თუ ოკუპაცია? 1921 წლის 25 თებერვალი და 2008 წლის აგვისტოს ომი.

საუკუნეების მანძილზე, საქართველოს უწევდა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. დამპყრობელი მრავალი იყო, თუმცა საქართველო-რუსეთის ისტორია სულ სხვა დრამატული მოვლენების ფონზე ვითარდებოდა. ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ბოლო მოუღო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. უკვე ასი წელი გავიდა ოკუპაციიდან და დღემდე ქართულ საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწევს მოგონებებები არამხოლოდ შორეული წარსულიდან, არამედ  უახლესი ისტორიიდან.

სკოლაში, კვირეულის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა  მოსწავლეებში აამაღლა ცნობიერება, გაზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, აუმაღლა მოქალაქეობრივი გრძნობა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება