სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
09-11-2017
-
+


„ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი“ -  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„რატომ იყო კარგი სამსახური მასწავლებლობა საბჭოთა კავშირში? - იმიტომ, რომ მასწავლებელი 2 საათზე დაამთავრებდა მუშაობას, მიდიოდა სახლში და უვლიდა ოჯახს. ითვლებოდა, რომ მასწავლებლის სამუშაო ნახევარგანაკვეთიანი იყო. დღევანდელი მოთხოვნები რომ ნახოთ, მასწავლებელს იმდენად ბევრი საქმე აქვს, რომ ვერასდროს ვერ წავა სახლში 6 საათზე ადრე. 

ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი: ერთი, რომელიც ჩადებს ინვესტიციასა და ენერგიას თავის პროფესიულ განვითარებაში. მას ეწოდება უფროსი მასწავლებელი და მისი ხელფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საშუალო ხელფასი. ასევე გვეყოლება მეორე ტიპის მასწავლებელი, რომელიც არ არის ძალიან აქტიურად ჩართული პროფესიულ განვითარებაში, მისი ხელფასი იქნება საშუალოზე დაბალი. ევროპულ ქვეყნებში ეს პროცესი გაიარეს და ამიტომაც აქვთ მასწავლებლებს მაღალი ანაზღაურება. არც ერთი ევროპელი პედაგოგი მუშაობას ორ საათზე არ ამთავრებს. ამიტომ როცა შედარებას ვახდენთ ევროპის ქვეყნებთან, ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება