სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს 4 ნიშანს აფრთხილებენ, ერთს კი ერთთვიანი კარგი პერიოდი ეწყება - ვის აქვს ფინანსების მოზიდვის შანსი?
25-02-2021
-
+


ვენერა თევზების ზოდიაქოში გადადის, რის გავლენითაც, მოიმატებს ემოციურობა, შემოქმედებითი უნარები, დახვეწილი იუმორი. ფინანსური საკითხები საიდუმლოდ წარიმართება, ყველა ეცდება ფინანსების დამალვას. სხვა მხრივ კვირა საერთო ჯამში პოზიტიურია.

შაბათს სავსე მთვარეობაა - განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ: თევზები, ქალწულები, მშვილდოსნები და ტყუპები. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: თქვენს ცხოვრებაში მებრძოლი სულის გამოვლენა, კონტაქტების დამყარება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მეტად იქნება წარმოჩენილი. კარგი კვირა გაქვთ, იაქტიურეთ.

კურო: კარგად იგრძნობთ თავს, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით. რომანტიკული ურთიერთობისა და საინტერესო ფინანსური გარიგებებისთვის კარგი დროა, პოზიტიური პერსპექტივების პერიოდი გაქვთ.

ტყუპები: დროულად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ. სხვა მხრივ ძალიან კარგი დროა, კარგი შესაძლებლობებით - ფინანსური კეთილდღეობის, მრავალფეროვანი შეხვედრების, ახალი ბიზნეს პროექტების კუთხით. სპორტშიც წარმატებული იქნებით.

კირჩხიბი: მზე გადავიდა თქვენს მონათესავე ნიშანში - თევზებში. თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, განწყობაც უმჯობესდება, ძველი შეცდომების გამოსწორებაც შეგიძლიათ, ინტუიციაც გემატებათ და სწორად აგვარებთ ურთიერთობებს. ერთთვიანი კარგი პერიოდი გეწყებათ.

ლომი: შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეთ, შემდეგ გემატებათ ენერგოტონუსი. პირადი ურთიერთობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია მოიმატებს. კარგი თვისებების გამოვლენა შეგიძლიათ. ძველი საქმეებისგან დივიდენდების მიღებაც შეგიძლიათ.

ქალწული: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, პოპულარული ხდებით საზოგადოებაში. შემოქმედებითი კუთხითაც ნიჭიერებას გამოავლენთ, სახლსა და სამსახურში მოთხოვნადი ხართ. იაქტიურეთ, წარმატების მაღალი შანსები გაქვთ.

სასწორი: ჯანმრთელობას დაუთმეთ ყურადღება. პირადი ურთიერთობებისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კუთხით, სასიკეთო წარმატებების შანსები გაქვთ,   აქტიურობა არ შეამციროთ.

მორიელი: საინტერესო წინადადებებით ხელმძღვანელების დაინტერესებას შეძლებთ, შეიძლება ფინანსურ წყაროებს მიაგნოთ. ყოველმხრივ წარმატებული პერიოდი გაქვთ.

მშვილდოსანი: ერთ-ერთი წარმატებული ხართ, ნებისმიერ სფეროში. პროფესიული და მატერიალური კუთხით კარგი შესაძლებლობები გაქვთ.

თხის რქა: კარგი პერსპექტივები გაქვთ, ახალი იდეების, ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობები გაქვთ. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარგი დროა.

მერწყული: კარგი პერიოდი გაქვთ, საინტერესო იდეების განხორციელებას შეძლებთ. ამ კვირაში მოასწარით მნიშვნელოვანი საქმეები, შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება თქვენთვის.

თევზები: ახლა თქვენი დროა, თქვენი ენერგოტონუსი უფრო და უფრო მაღლდება. ყველა კუთხით წარმატების შესაძლებლობა გაქვთ. პირადი, კარიერული და ფინანსური კუთხით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება