სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსით 9 მასწავლებელი და 5 მოსწავლეა ინფიცირებული, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
24-02-2021
-
+


ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ფაქტს ქობულეთის რესურსცენტრში ადასტურებენ. მადონა გოგიტიძის განცხადებით, გუშინ გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა 7 პედაგოგს, რის გამოც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევამდე, სკოლაში კორონავირუსი 2 მოსწავლესაც დაუდასტურდა, რის გამოც 2 კლასი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული.

„სკოლა დღეიდან დაიხურა. გუშინ მასწავლებლების გეგმური ტესტირება ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებშიც არის დადებითი მაჩვენებლის შემთხვევები. აღნიშნულის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაწყებულია კონტაქტების მოკვლევაც. სავარაუდოდ, სკოლა 2 კვირის განმავლობაში დარჩება დისტანციური სწავლების რეჟიმზე, თუმცა ზუსტი ვადები ბრძანების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი“ - განაცხადა ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორმა მადონა გოგოტიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში ჯამში კორონავირუსით 5 მოსწავლე და 9 მასწავლებელია ინფიცირებული. მათ ნაწილს ვირუსი წინა კვირას, ნაწილს კი გუშინ დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, სკოლა სრულიად დისტანციურ რეჟიმზე, სავარაუდოდ 2 კვირით დარჩება, თუმცა ისინი ედპიდსტიუაციას დააკვირდებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება