| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, „ეტალონის“ პედაგოგი ნუნუ ლესელიძე:
„ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ პატივისცემითა და მოკრძალებით არიან განწყობილები. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან პოპულარულია, მასში მოხვერდა მოსწავლეებისთვის დიდი პატივია. მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობით თავანთ ცოდნას ამოწმებენ, თავიან შესაძლებლობებს აფასებენ. მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი შედეგები გვაქვს.“
ნასაკირალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინელი მიქაძე:
„შესარჩევი ტური მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები არიან. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია.
მშვიდობაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლანა შუბლაძე:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, აქტიურად ჩავერთეთ. მოსწავლეთა დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ ძალიან მაღალია. ტესტირებამ მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა.“
ბახვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ანტონიანი:
„ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლიდან 15 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში, მათგან ექვსმა გადალახა ბარიერი. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან პროექტში მონაწილეობით.“
ქვედა ბახვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ასანიძე:
„ტესტირება ობიექტურად და მოწესრიგებულად ჩატარდა. მშვიდ გარემოში მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ თავიანთი ცოდნა გამოევლინათ. დირექტორიც დაესწრო ტესტირების პროცესს.“
გურიანთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან გაბუნია:
„მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ტესტირებაში. 30 მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონის“ პირველ ტურში. მათთვის ეს პროექტი ძალიან მომხიბლავია. მომავალ წელს მეტად მოემზადებიან და უკეთესი შედეგებიც ექნებათ.“
ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა გაბეჩავა:
„მოსწავლეები ემზადებოდნენ ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ძალიან კონკურენტუნარიანი გარემო იყო. ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას, განათლებას. მივესალმებით ამ პროექტს. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი ფორმით, ოფიციალური სახით ტარდება „ეტალონის“ შესარჩევი ტური.“
ლაითურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა კიწმარიშვილი:
„მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ „ეტალონის“ პირველ ტურში. მივესალმებით ასეთ ინტელექტუალურ შეჯიბრს, რომელიც მოსწავლეების ცოდნის მობილიზებას უწყობს ხელს. დიდი მადლობა, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ.“
შრომის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე:
„კმაყოფილი ვართ ჩატარებული ტურით. ყველაფერი ჩატარდა ობიექტურად, წესების დაცვით. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო ინტელექტ-შეჯიბრია.“
შრომის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა სამხარაძე:
„მოსწავლეებმა უმეტესად კატეგორია „თამამი“ აირჩიეს, კარგი შედეგები აჩვენეს. ჩვენ კმაყოფილები ვართ. მთელი სკოლა დიდი ინტერესით იყო ჩართული შესარჩევ ტურში. ინტელექტ-შეჯიბრი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა.“
ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ სამსონია:
„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. საკმაოდ კარგი შედეგები დაფიქსირდა. უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. სასიამოვნო გარემოში ჩატარდა, ძალიან კარგი, ახალგაზრდა მასწავლებელი გვყავს („ეტალონის“ პედაგოგი“), მან კარგად განუმარტა მოსწავლეებს ყველაფერი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ამ პროექტში დიდი ხალისითა და სიამოვნებით მონაწილეობენ.“
ძიმითის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ჩანგელია:
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. სამომავლოდ უფრო მომზადებულები იქნებიან „ეტალონისთვის“. ასეთი პროექტები მოტივაციას ზრდის. ძალიან საინტერესოა ინტელექტ-შეჯიბრია.''
იხილეთ ფოტოები
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
სკოლაში გაიმართა ტრადიციული ღონისძიება - „ახალი წელი“
მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს
შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე
ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ