სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო საბავშვო ბაღები ყველაზე მეტად დაიჩაგრა - თურნავა შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს ასახელებს
20-02-2021
-
+


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმუშავებს.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, კვლავ დავსვათ განსახილველად დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად მოხდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს - ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა ამ მობილობის შეზღუდვას. ვფიქრობ, რომ ნომერი პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების საკითხი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რესტორნებთან, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია. ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდგომი სფერო ეს იქნება. ასევე, სასტუმროების შემთხვევაში, საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმებამდე მივედით, თუ როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება. ფიტნესცენრები და კერძო საბავშვო ბაღები კვლავაც დახურულია. ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა.

ვფიქრობ, შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ მარტში, უნდა ვიმსჯელოთ ამ დარჩენილი დარგების გახსნაზე. ყველაზე მტკივნეული საკითხია ზამთრის კურორტები, რადგან აქ ბუნებრივი „დედლაინიც“ არსებობს - იწურება ამ კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, კვლავაც შეიძლება, მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც - საბაგიროების გახსნის გარეშე, თუ ეს ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით მოხდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე განსახილველად დავაყენებ, ეს იქნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება