სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს“ - ვერა ოდიკაძე, მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი
18-02-2021
-
+


რა გამოწვევის წინაშე დააყენა ახალი კორონავირუსის პანდემიამ და შეძლო თუ არა სირთულეებთან გამკლავება; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერა ოდიკაძე ისაუბრა. 

მიაჩნია, რომ 2020 წელი რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო, თუმცა, მასწავლებლებმა „შეუძლებელი შეძლეს“.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- სკოლა და მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს ყოველგვარი გამოწვევის მოლოდინში. საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოახდინოს სიტუაციის ანალიზი და ჩართოს ყველა საჭირო და აუცილებელი ბერკეტი, რათა სკოლის ფუნქციონირება წარიმართოს შეუფერხებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი ერთიანობა, მონდომება. გაკვირვებული ვარ მართლაც, რადგან  ჩემმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სწავლა-სწავლების პროცესი სრულყოფილია მხოლოდ სასკოლო სივრცეში, თუმცა, თუ იქნება საჭირო მონდომება და თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების შესაძლებლობა, სასწავლო პროცესი შეიძლება იყოს საინტერესო და მიზანმიმართული. ონლაინ სწავლებამ გამოკვეთა ჩვენი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და მოგვცა შესაძლებლობა, შემდგომი სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის. მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა ტრენინგსა და შეხვედრაში; გააქტიურდა კომუნიკაცია მოსწავლეებსა და მოსწავლეთა მშობლებთან; ოჯახებს დავეხმარეთ ფინანსურად ინტერნეტის და ტექნიკის შესაძენად, ასევე სასკოლო კომპიუტერებიც ვათხოვეთ ოჯახებს, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სათანადოდ წარგვემართა დისტანციური სწავლება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- რთული, წინააღმდეგობებით, მოლოდინებით სავსე წელი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საჭიროა მობილიზება და შრომისმოყვარეობა. ეს შესაძლებელს გახდის, ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი საქმე. მიუხედავად სირთულეებისა, 2020 წელი იყო გამორჩეული - თანადგომის, ემპათიის და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვის წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ენთუზიაზმი, ინიციატივები, შრომისმოყვარეობა, თანამშრომლობის სურვილი, გუნდური ხედვა და რაც მთავარია, მოსწავლეზე ზრუნვა და სიყვარული. მახარებს ყველაზე მეტად, როცა მათგან რაღაცას ვსწავლობ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს მოსწავლეებისგან, რადგან ჩემი სასკოლო საქმიანობის 42 წლის განმავლობაში, მათში ყველაზე ერთგული, სანდო და გულისხმიერი მეგობარი დავინახე. მათ იციან სიყვარულის ფასი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- შეიყვარონ და მიიღონ თავიანთი შვილები მათი შესაძლებლობებით; ჩვენში დაინახონ ნამდვილი მოკავშირე, გულშემატკივარი და მხარდამჭერი. გაითავისონ თავიანთი როლი შვილების აღზრდის პროცესში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თითოეული სასწავლო დღის შედეგებზე. ვისთვის როგორი დღე შევქმენი, ვის რისი გამოვლენის შესაძლებლობა მივეცი; ვისთვის ვიყავი მოტივატორი; ვინ ვერ შევნიშნე; ვის ვერ თანავუგრძე; ვის ვერ მოვეფერე; ვისთვის როგორი დღე იყო: მუქი თუ ფერადი. ვფიქრობ განვლილი შეცდომების გათვალისწინებით, ყოველი მომდევნო დღე გავხადო უფრო ეფექტური და საინტერესო ყველასათვის. ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, სკოლაზე, მოსწავლეზე, მასწავლებელზე, თანამშრომელზე, მშობელზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე, ღმერთზე.... საფიქრალს რა გამომილევს, როცა გული სიყვარულით მიცემს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება