სიახლეები
სიახლეები

გაზაფხული მენეჯმენტის სკოლაში - KIU  
18-02-2021
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრი სტუდენტებმა წარმატებით დაძლიეს. აღნიშნულის შესახებ მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე გვეუბნება და დეტალურად განიხილავს იმ ძირითად ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც თამამად შეგვიძლია პირველი სასწავლო სემესტრი წარმატებულად მივიჩნიოთ.

ამასთან, პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტებს ახალი სასწავლო კურსები, ახალი ლექტორები და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით. 

- როგორ შეაფასებდით პირველ სასწავლო სემესტრის და რა შედეგები აჩვენეს სტუდენტებმა?

- შემოდგომის სემესტრმა წარმატებით ჩაიარა და ამ წარმატების რამდენიმე ინდიკატორს გამოვყოფდი. პირველი, მთავარი ინდიკატორი არის თავად სტუდენტების უკუკავშირი სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ძალიან კარგი უკუკავშირი ჰქონდათ როგორც პროფესორებთან, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალთან, ისე ზოგადად,  სასწავლო პროცესთან მიმართებით და კამპუსში ცხოვრებასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის სემესტრი დიდი გამოწვევა იყო მათთვის.  ეს უკავშირდება ერთის მხრივ დისტანციურად სწავლებას  და ამავდროულად, სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარე სასწავლო პროცესს  თავიდან,  2-3 კვირის განმავლობაში გაუჭირდათ სტუდენტებს სწავლა. ნამდვილად არ არის მარტივი სკოლის მერხის შემდგომ ამდენი უცხო საგანი ინგლისურად ისწავლო, სპეციფიკური ტერმინებით, შინაარსითა და პროფესიულ დონეზე. თუმცა ეს გამოწვევა წარმატებით დაძლიეს და რაც მთავარია, თვითონ არიან კმაყოფილი საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით. 

მეორე ინდიკატორი არის სტუდენტების აკადემიური მაჩვენებელი. აქ არაერთგვაროვანი სურათია. რა თქმა უნდა არიან სტუდენტები, რომლებმაც გარკვეული საგნები ვერ დაძლიეს, არიან სტუდენტები, რომლებმაც ძალიან კარგად დაძლიეს. შედეგები მრავალფეროვანია, მაგრამ საერთო ჯამში რომ ვთქვათ, სტატისტიკურად ნორმალურად ნაწილდება სტუდენტთა აკადემიური შედეგები.

მესამე ინდიკატორად გამოვყოფდი პროფესორ-მასწავლებლების უკუკავშირს სტუდენტებთან მიმართებით. პირადად მე თითოეულ მათგანთან მქონდა ინდივიდუალური შეხვედრა. ამასთან,  მუდმივად მაქვს საკოორდინაციო შეხვედრები როგორც აკადემიურ პერსონათალ, ისე აკადემიური მხარდაჭერის პერსონალთან, ვინაიდან სასწავლო პროცესთან და სტუდენტებთან მიმართებით მათი მოსაზრებები ძალზედ მნიშვნელოვანია. სწორედ ისინი ხედავენ და გრძნობენ „სტუდენტთა მაჯის ცემას“. აქცენტს მაინც გერმანულენოვან პროფესორებზე გავაკეთებდი. შემოდგომის სემესტრში 5 გერმანელი პროფესორი, მოწვეული ლექტორი ასწავლიდათ  სწორედ გერმანული, ევროპული მიდგომებითა და პრინციპებით. თავად აღნიშნავდნენ ჩვენი სკოლის სტუდენტების მზაობას, მოტივაციასა და სიახლეების შეცნობის, შესწავლის სურვილებს.  ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს  დამატებითი საკონსულტაციო საათები, რომელიც სტუდენტებს უტარდებოდათ. 

მეოთხე ინდიკატორი არის ის, რომ ჩვენს მენეჯმენტის პროგრამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესია სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების, აბიტურიენტების მშობლების და ზოგადად საზოგადოების  მხრიდან. 

ჩვენი პროგრამის და უნივერსიტეტის საუკეთესო ელჩები ხომ თავად სტუდენტები არიან, რომლებიც ყველაზე უკეთ გადმოსცემენ ჩვენი პროგრამის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, სწორედ სტუდენტების უკუკავშირებითა და მათი პოპულარიზაციით, ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი შემოერთდეს KIU-ს მომავალში. 

მეხუთე ინდიკატორსაც გამოვყოფდი, როგორც მენეჯმენტის სკოლის და პროგრამის ხელმძღვანელი როგორ შევაფასებდი ამ ყველაფერს. მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი სისტემა და პროცესი, რომელიც დასტარტვისას უხარვეზოდ მიმდინარეობს, უკვე პირველი წარმატების მანიშნებელია. მით უფრო, თუ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს შესაბამისი პირების (სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის, ხელმძღვანელობის და ა.შ.) უკუკავშირი და შეფასებები.  თუმცა, ვინაიდან ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობთ საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხარისხის მართვის ISO 21001 და ხარისხის მართვის ISO 9001 პრინციპებით, უწყვეტი გაუმჯობესება ყველგან და ყველაფერში აუცილებელია. რადგან, ყოველთვის მოიძებნება განვითარებისა და სრულყოფის არეები, რომლებიც უნდა განვავითაროთ. შესაბამისად, მომავალ სემესტრებში, მეტად ინდივიდუალური მიდგომებით ვიქნებით გამორჩეულები სტუდენტების მიმართ.

- რაც შეეხება გაზაფხულის სემესტრს, რა სიახლეებს უნდა ელოდნენ სტუდენტები ? 

- გაზაფხულის სემესტრთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო საინტერესო სემესტრი გველის წინ ახალი საგნებით. სტუდენტები გაივლიან 2 ტექნიკურ სასწავლო კურსს:  ეს არის სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში და კალკულუსი, რომელსაც ქართველი და გერმანელი პროფესორები ჩაატარებენ. ასევე ვაგრძელებთ ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას, რომელსაც ბრიტანეთი საბჭო ახორციელებს და ძალიან წარმატებით და ხარისხიანად მიდის ეს პროცესი. ასევე შემოდის პროფილური საგნები: მაკროეკონომიკა, პროექტების მართვა და ბიზნეს ეთიკა. გვეყოლება ახალი გერმანელი პროფესორი მარტინ ლეროში. თავისთავად ის გერმანელი პროფესორები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში იყვნენ, ახლაც აგრძელებენ სტუდენტებთან ურთიერთობას: რუპერტ ბრენდმაიერი, მარტინ კუპიეკი, ანდრეას დიტშე, ბეტინა მარსინკოვსკი და შტეფან სირისი. ამასთან თავისთავად ჩართულები არიან ქართველი პროფესორებიც - აკაკი ხელაძე და მურთაზ კვირკვაია. არ შემიძლია არ ავღნიშნო აკადემიური მხარდაჭერის პერსონალი - სწავლების ასისტენტები (Теаching Assistants) და პროფესორის ასისტენტები (Professor Assistants).

KIU-ში შეიქმნა ბიზნეს პროექტების საგრანტო დაფინანსების პროგრამაც. სტუდენტებმა პირველი სემესტრის შედეგად, გარკვეული ბიზნეს იდეები ჩამოაყალიბეს და ამჟამად ამზადებენ საპროექტო განაცხადებს შემდგომში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წარმატების შემთხვევაში ისინი დაფინანსდებიან. ბიზნესს პროექტების საგრანტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა გახლავთ 12 500 ლარია, რაც დამატებით მოტივაციას უჩენს სტუდენტებს, რათა თავიანთი ბიზნეს იდეების რეალიზაცია შეძლონ და შემდგომ თუ სურვილი ექნებათ გარე საგრანტო დაფინანსებებიც მოიპოვონ რაშიც ჩვენც ვუწყობთ ხელს.

და ბოლოს, იმედი გვაქვს რომ მალე დავბრუნდებით კამპუსში და თუ სრულად პირისპირ არა, ნაწილობრივ მაინც, ჰიბრიდული მოდელით მაინც მოგვეცემა სასწავლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობა.

- ახსენეთ, რომ მეორე სემესტრიდან სტუდენტები ახალ პროფესორებს გაიცნობენ, იგეგმება თუ არა გერმანელი პროფესორების ჩამოყვანა  და რა გეგმები აქვს ამ მხრივ უნივერსიტეტს?

- შემოდგომის სემესტრში ჩვენ რამდენიმეჯერ გადავდეთ  გერმანელი პროფესორების ვიზიტები. პანდემიის გამო, ბუნებრივია ეს ვერ მოხერხდა. თუ ამის შესაძლებლობა იქნება ვგეგმავთ, რომ სხვადასხვა პროფესორი სხვადასხვა დროს ჩამოვიდეს, აქცენტს აპრილი - მაისის პერიოდზე ვაკეთებთ. მათი მხრიდან მზაობა რა თქმა უნდა არის და თავადაც ისე აქვთ დაგეგმილი განრიგი და სხვა სამსახუროებრივი ვალდებულებები, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ ჩამოვიდნენ საქართველოში და რამდენიმე კვირით უნივერსიტეტის კამპუსში პირისპირ შეხვდნენ სტუდენტებს. ასევე, გარდა სალექციო საათებისა გარკვეული მასტერკლასების ჩატარებასაც ვგეგმავთ, რომლებიც შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვისაც იყოს ღია. 

აქვე დავამატებ, რომ ახლა მიმდინარეობს ადამ სმიტის საერთაშორისო სემინარი, რომელზეც ჩვენი ერთ-ერთი გერმანელი პროფესორი ანდრეას დიტჩე გამოდის KIU-ს სახელით და საინტერესო მოხსენებით. მოკლედ, მივიწევთ წინ და სიახლეებით და საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება