სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი მასწავლებლები ნამდვილი გმირები არიან“ - ნინო სულიაშვილი-არაბული, გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი
18-02-2021
-
+


„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ჩვენი მასწავლებლები ნამდვილი გმირები არიან“, - ასე აფასებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სულიაშვილი-არაბული.

უხარია, რომ მასწავლებლებმა გამოწვევებს ღირსეულად უპასუხეს და „შედეგმაც არ დააყოვნა“. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ ​დაგვანახა რამდენად ძვირფასები არიან ადამიანები ერთმანეთისთვის, რამდენად ღირებულია უშუალო ურთიერთობები და რა შედეგი შეიძლება დადგეს გაუფრთხილებლობითა და რეგულაციების დაუცველობით.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ჩვენი მასწავლებლები ნამდვილი გმირები არიან. უამრავმა მშობელმა დამირეკა და გულთბილი მადლობა გადაგვიხადა ჩვენი მასწავლებლების კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი გამოწვევებით სავსე და ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობის დადასტურების წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია: დისტანციურ გაკვეთილს ყველა ესწრებოდა, ყველა აქტიურობდა და შედეგმა არ დააყოვნა...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რატომ კარგავენ ძვირფას დროს ინტერნეტთამაშებსა და სოციალურ ქსელებში სახეტიალოდ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ, იმეგობრონ მათთან, ითამაშონ კიდეც, თუ ამის საჭიროებაა, აგრძნობინონ შვილებს, რომ ანგარიშს უწევენ მათ აზრებსა და შეხედულებებს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ: ახლა რომ ჩემი შვილები პატარები იყვნენ, რას შევცვლიდი მათ აღზრდაში. და იცით? ხშირად ვესაუბრები მათ ამ თემაზე. მატერიალურ მდგომარეობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, კიდევ მეტად ვიზრუნებდი მათ წიგნიერებაზე, სულიერებაზე, სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულზე, ატანასა და გატანაზე, პატიოსნებასა და დიდსულოვნებაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება