სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვფიქრობ, როგორ დავეხმარო პედაგოგებს პროფესიულ ზრდაში და ვეძებ სკოლის განვითარების ეფექტურ გზებს“ - თინა ზარიძე, ღულელების სკოლის დირექტორი
17-02-2021
-
+


„ვეძებ სკოლის განვითარების ეფექტურ გზებს“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორმა, თინა ზარიძემ გააკეთა.

ზარიძე კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ზოგად ვითარებასა და გამოწვევებზე, დაძლეულ სირთულეებსა და გადაუჭრელ პრობლემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „ურთულესი წლის“ მიუხედავად, სიძნელეებს „სკოლამ თავი საკმაოდ კარგად გაართვა“. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ ცხოვრებამ შეიძლება მოგვიწყოს ადამიანებს ურთულესი გამოცდა, რომელიც სცდება ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს და რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ უჩვეულო გამოწვევებისთვის. გარდა ამისა, დაგვანახა, რომ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებსაც გვჭირდება მეტი ცოდნა, შემართება, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თანადგომის უნარების ქონა და მეტი მოტივირებულობა სირთულეებთან გამკლავებისთვის. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა პრობლემებზე სწრაფი რეაგირება, დისტანციური გაკვეთილების დაგეგმვა, ახალი სასწავლო პლატფორმებით სარგებლობა, სასწავლო რესურსების მოძიება და შექმნა. ასევე ვსწავლობთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებას.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ერთ-ერთ ურთულეს წელს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა სკოლამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი შექმნილ მდგომარეობას. სკოლა დისტანციურად მუშაობდა მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის მარტ-ივნისში. 2020-2021 სასწავლო წელი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. სკოლაში დღემდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული გვაქვს წინა სასწავლო წლის ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო აქტივობები. სწავლის პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია, რომ მათ ამ რთულ სიტუაციაში გამოავლინეს კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა, კეთილსინდისიერება და თანადგომის უნარი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რომ პანდემიის მიუხედავად, მათ აქვთ სკოლაში ყოფნის სურვილი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად.


- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, რომ ჰქონოდეთ მეტი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგების მიმართ, რადგან ერთიანობით უფრო ადვილია პრობლემების მოგვარება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, როგორ უზრუნველვყო უკეთესად მოსწავლეების და თანამშრომლების უსაფრთხოება, როგორ დავეხმარო პედაგოგებს პროფესიულ ზრდაში და ვეძებ სკოლის განვითარების ეფექტურ გზებს. გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება