სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები რეგიონებში კოვიდტესტირებაზე ​სკოლამ უნდა წაიყვანოს - რა პრობლემები აქვთ პედაგოგებს ტრანსპორტის არარსებობის გამო
19-02-2021
-
+


მას შემდეგ, რაც საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მასწავლებელსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ თითოეულ პირს, დაეკისრა ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ კოვიდზე ტესტი ჩააბარონ.

ეს საკითხი დიდ ქალაქებში, ასე თუ ისე, დარეგულირებულია და როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, პერსონალის ტესტირება სკოლებში ხდება, მაგრამ რეგიონებში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა და პედაგოგები, ასევე სასკოლო საზოგადოების სხვა წევრები, რესურსცენტრებში მიდიან ტესტის ჩასაბარებლად.

ზოგადად, ეს პრობლემა არ იქნებოდა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჩვეულებრივ რომ მოძრაობდეს. მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა, პანდემიური ფონიდან გამომდინარე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს და მასწავლებლებსაც მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში ტესტირებისთვის მისასვლელად, არაერთი წინააღმდეგობა ხვდებათ, პირველი - ფინანსური ხარჯია, რადგან ტაქსით უნდა მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე ან ავტობუსი უნდა იქირაონ, ხარჯი ერთმანეთში გატეხონ და ასე შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.

ეს ყველაფერი კი, მორალურ დისკომფორტთან ერთად, ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება და ბუნებრივია, რომ პედაგოგები ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

გეგმავს თუ არა ამ მხრივ მასწავლებლებისთვის რაიმე შეღავათის დაწესებას განათლების სამინისტრო, მით უმეტეს, რომ ისინი ითხოვენ, იქნებ ტესტის ჩაბარება სკოლებში მოხერხდეს? - როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, რეგიონებში პედაგოგებს კვლავ რესურსცენტრებში მოუწევთ კოვიდტესტის ჩაბარება და თუ ტრანსპორტის მხრივ პრობლემები აქვთ, მაშინ სკოლას უნდა მიმართონ და იმ ტრანსპორტით მოემსახურებიან, რომელიც მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი.

ხოლო იქ, სადაც სკოლას საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს, პედაგოგებს კვლავ საკუთრი ხარჯით მოიწევთ მუნიციპალურ რესურსცენტრებში მისვლა კოვიდ-ტესტის ჩასაბარებლად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება