სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი სკოლას მოსწავლეების გარეშე“ - ნინო ჯავახიშვილი თელავის N8 სკოლის დირექტორი
17-02-2021
-
+


„ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი სკოლას მოსწავლეების გარეშე", - ასე აფასებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯავახიშვილი კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებასა და გამოწვევებს.

როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე ხშირად „მომავლის სკოლაზე“ ფიქრობს და უხარია, რომ მასწავლებლები, პროფესიული ზრდისთვის, ყველაფერს აკეთებენ.

 - კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .

- 21-ე საუკუნის სკოლა მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას აუწყოს ფეხი. დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლა უმტკივნეულოდ და ტექნიკური შეფერხების გარეშე განხორციელდა. როგორც სკოლის სოციუმი, ასევე მშობლები, იყენებენ ეფექტურ კომუნიკაციას, ამაღლდა სამოქალაქო ცნობიერება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები უსაზღვროა. ამიტომ, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო მიზნით არათუ რთული, არამედ საინტერესო და ძალიან მისაღებია. მოსწავლეები ხალისით აკეთებენ ელექტრონულ რესურსებსა და პრეზენტაციებს. ეს განავითარებს მოსწავლეებში ყველაზე მაღალ სააზროვნო უნარებს, შეფასებასა და ღირებულის შექმნას.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- როგორც ახალი გამოწვევების წელს. ცოვიდ-19 -მა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი სკოლას მოსწავლეების გარეშე, ონლაინ სწავლებას, ცხოვრებას განსაკუთრებული რეგულაციებით. ერთის მხრივ, ძალიან მძიმე წელი იყო, მეორეს მხრივ - ინოვაციურიც.  

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- როცა ვისმენ, რომ მათი პროფესიული ზრდისთვის მასწავლებელთა სახლმა ბევრი ვებინარი ჩაატარა და მათ ისწავლეს ყველაზე მთავარი - ეს არის საინტერესო გაკვეთილის ჩატარება, რაც მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაზრდას ემსახურება. ეს კი ხარისხიან განათლებას გულისხმობს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- დასწრებული სწავლებისას სკოლის გაცდენა უმიზეზოდ.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მეტად ჩაერთონ სასწავლო პროცესში; ახლოს გაეცნონ სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებს, ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიას; ითანამშრომლონ სკოლის დირექციასთან, სპეცმასწავლებლებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- „მომავლის სკოლაზე“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება