სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ მასწავლებლები ერთ მუშტად შეგვკრა“ - ლელა ზატუაშვილი, თიანეთის N2 სკოლის დირექტორი
17-02-2021
-
+


როგორი გამოწვევების წინაშე დააყენა ახალი კორონავირუსის პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; რა უხარია მოსწავლეებისგან და რას ურჩევდა მშობლებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა ზატუაშვილმა ისაუბრა. 

ზატუაშვილმა 2020 წლის დახასიათებისას განაცხადა, რომ გასული წელი მსოფლიოს განვითარების შემაფერხებელი იყო, თუმცა, უხარია, რომ „ერთ მუშტად“ შეკრებულმა მასწავლებლებმა შეძლეს ის, რომ მოსწავლეები „არ დაზარალებულიყვნენ“.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ 21-ე საუკუნეში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ტრადიციული განათლების მეთოდები, რაშიც უდიდესი როლი ტექნოლოგიების გამოყენებას აკისრია. კოვიდ- პანდემიამ დაგვანახა ასევე ის, რომ განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების გამოცდილება აუცილებელია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას - ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი და კომპიუტერი; მასწავლებელთა მზაობას დისტანციური სწავლებისათვის, ონლაინ სწავლების პლატფორმების განვითარებასა და მშობლების ჩართულობას შვილების განათლების პროცესში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ყველა გამოწვევის სწრაფად გამკლავება. მასწავლებლები ერთ მუშტად შეგვკრა, უფრო მეტად გაგვაერთიანა იმ მიზნით, რომ მოსწავლეები არ „დაზარალებულიყვნენ“. ჩემმა მასწავლებლებმა  დიდი მონდომებით იმუშავეს და შეძლეს ტექნოლოგიების გამოყენებით გამკლავებოდნენ ახალ გამოწვევას. ესწრებოდნენ საგნობრივ ტრენინგებს, ეცნობოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროექტებს, ქმნიდნენ მოსწავლეების საჭიროებაზე მორგებულ ახალ სასწავლო რესურსებს და უზიარებდნენ ერთმანეთს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი მსოფლიოს განვითარების შემაფერხებლად. ამ წელს ყველა ქვეყნის ყველა დარგი და სფერო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ გამოიკვეთა ადამიანთა რწმენა, გამძლეობა, ერთსულოვნება, ერთმანეთზე მზრუნველობა, რაც გადაარჩენს ადამიანთა მოდგმას.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია, როცა ვხედავ, მათ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა მოსწავლეების, საქმის მიმართ; თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მოსწავლეებთან და ცდილობენ პრობლემების ერთად მოგვარებას; ეცნობიან სიახლეებს და ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, პატარა გულებში როგორ იტევენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც მათი თვალებიდან იფრქვევა?!

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი: მეტი დრო გაატარონ შვილებთან; იმეგობრონ მათთან; იცოდნენ მათი ინტერესების შესახებ; ტაქტიანად და გონივრულად გააკონტროლონ შვილების გადადგმული ნაბიჯები; მხოლოდ უკმაყოფილებას ნუ გამოხატავენ, ხშირად შეაქონ, წაახალისონ; ნუ გაანებივრებენ ზედმეტი მზრუნველობით; ასწავლონ ზომიერება; ხელი შეუწყონ, რომ ჩამოყალიბდნენ თავისუფლად მოაზროვნე, კომუნიკაბელურ ადამიანებად.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, აღვზრდით თაობას, რომელიც შეძლებს მოაგროვოს „ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შეაგროვოს ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად?!“...   უნდა შევძლოთ...

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

ფორუმზე უშაფათის სკოლა მათემატიკის მასწავლებელმა ილონა მარღიამ და მოსწავლემ - გიგი კორშიამ წარადგინეს
 

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის მიერ შესრულებული ინტეგრირებული პროექტი - კულინარია და რუსული ენა ერთ სივრცეში

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება