სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შევძლებთ მოსწავლეების გადაყვანას“ - კალოთაშის საჯარო სკოლის დაწვის შემდეგ, დირექტორი კომენტარს აკეთებს
16-02-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის კალოთაშის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. სკოლის დირექტორი შორენა მამულაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლას ცეცხლი სავარაუდოდ,  ელექტროსადენებიდან გაუჩნდა.

დირექტორის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა, სკოლაში არავინ იმყოფებოდა.

„საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა შევძელით. როგორც იცით, ხის სკოლა იყო და ცეცხლი მთლიან შენობას მალევე მოედო. გუშინ, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა არაფერი გადარჩენილა.

სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 14 მოსწავლე გვყავს. სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის გამო ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა და გვითხრა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად სწრაფად გაგრძელდებოდა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, სად მოგვიწევს გადასვლა, თუმცა სავარაუდოდ, რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შევძლებთ მოსწავლეების გადაყვანას და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ასევე: „ყველაფერი გაკეთდება, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს“ - ხულოში საჯარო სკოლა მთლიანად დაიწვა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება