სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენ უცხოელ სტუდენტს აფინანსებს საქართველო პანდემიის პირობებში? - პროგრამაზე 240 000 ლარი გამოიყო
16-02-2021
-
+


პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ შეუჩერებია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა. 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს მთავრობამ 144 უცხო ქვეყნის სტუდენტი დააფინანსა. აღნიშნული მონაცემები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ etaloni.ge-ს მოაწოდა. 

პანდემიის პერიოდში 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯამში, 3 289 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა და მთავრობამ მათი სწავლის დაფინანსებისთვის 240 000 ლარი გამოყო.

როგორც უწყება განმარტავს, უცხოელი სტუდენტები მხოლოდ სრული გრანტით (2250 ლარი) სარგებლობენ. 2021 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით რეესტრში 15 111 აქტიური უცხოელი სტუდენტი ფიქსირდება.

ამ ყველაფერში გასაკვირი ერთი შეხედვით არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზის და ქართველი სტუდენტების უგულებელყოფილ მოთხოვნას, სწავლის საფასურის გადავადებისა თუ გაუქმების შესახებ. და მაშინ, როდესაც ქართველ სტუდენტებს, ელემენტარული შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტიც არ შესთავაზეს, მით უფრო, რომ უმაღლესი სასწავლებლები კვლავ ონლაინ რეჟიმზე არიან და სტუდენტებს ისევ სახლიდან უწევთ განათლების მიღება. იმ დროს როცა სახელმწიფო უცხოელ სტუდენტებს სრულად აფინანსებს, ადგილობრივი ახალგაზრდები დღესაც იბრძვიან და აქციებს აანონსებენ, სწავლის გადასახადზე შეღავათის დასაწესებლად. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა.

იხილეთ ასევე: „მნიშვნელოვანი მხოლოდ მასწავლებლები არიან“  - სტუდენტები განათლების სამინისტროს უპირისპირდებიან

რას პასუხობს განათლების სამინისტრო სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურის განახევრებას ითხოვენ - „უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება