| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეიცვალა დისტანციურზე გადასვლის წესში მნიშვნელოვანი დეტალი. თუ მშობელი ოთხშაბათს თვითონ დაარეგისტრირებს ბავშვს დისტანციურის საიტზე, განცხადების დაწერა აღარაა საჭირო. მაგრამ თუ თვითონ ვერ არეგისტრირებს, მაშინ განცხადებით უნდა მიმართოს სკოლას, რათა სკოლამ მოსწავლის დარეგისტრირება შეძლოს.
აქამდე, მკაცრად გაწერილი წესის მიხედვით: „დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის მსურველი მშობელი მიმართავდა სკოლას განცხადებით და ოთხშაბათ დღეს რეგისტრირდებოდა ვებ-გვერდზე www.online.emis.ge (თუ განცხადების მიღების შემდეგ სკოლა აღმოაჩენდა, რომ არ არის მოსწავლე აღნიშნულ საიტზე რეგისტრირებული, თვითონ სკოლა არეგისტრირებდა, მაგრამ მშობლის განცხადების საფუძველზე);
იგივე პრინციპით ხდებოდა ონლაინ-სწავლებიდან რეგისტრაციის გაუქმება, თუმცა შეცვლილი წესის მიხედვით, ანალოგიური პრინციპით - მშობელმა იგივე საიტზე უნდა გააუქმოს რეგისტრაცია და თუ ამას ვერ ახერხებს, განცხადებით უნდა მიმართოს სკოლას, რათა სკოლამ შეძლოს ამ საკითხის მოგვარება მოსწავლისთვის.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას