სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლა ახლა უფრო მკვდარია, ვიდრე მაშინ, როცა არ დავდიოდით“ - სკოლაში დაბრუნება მოსწავლის თვალით
15-02-2021
-
+


15 თებერვალს სწავლა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში საკლასო ოთახებში განახლდა. მართალია, მშობლებს ჰქონდათ უფლება, კვლავ დისტანციური რეჟიმი აერჩიათ და ნაწილი სახლში დარჩა კიდეც, მაგრამ როგორ შეხვდა იმ ბავშვებს სკოლა, რომლებიც ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ?

- დედას უნდოდა, სახლში დავრჩენილიყავი, დისტანციურზე, მაგრამ მე უარი ვთქვი. ძალიან მომენატრა სკოლა, კლასელები... თანაც არ ვიცი, კიდევ როდის ჩაგვკეტავენ, ამიტომ ეს შანსი გამოვიყენე და საკლასო ოთახში სწავლა გადავწყვიტე, - ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა პატარა რესპონდენტმა, რომელიც ის-ის იყო, დაბრუნდა სკოლიდან და ემოციებს ვერ მალავდა...

- ასე მეგონა, ფილმის გმირი ვიყავი, ყველას პირბადე გვეკეთა, სკოლის შესასვლელთან რიგში ვიდექი, სანამ სიცხე გაგვიზომეს... მერე შევედით კლასში და 7 გაკვეთილი გარეთ ცხვირი არ გამოგვიყვია. ოთახი იმდენად ხშირად ნიავდებოდა, მალე შემცივდა, დასვენებაზე დერეფანში გამოსვლა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა. ვიღაც ქალი, „ნაჯახი სახით“ დადიოდა და აკონტროლებდა, ბავშვები დასვენებებზე გარეთ არ გამოვსულიყავით.

მგონია, რომ სკოლა ახლა უფრო მკვდარია, ვიდრე მაშინ, როცა არ დავდიოდით. არ ვიცი, მინდა თუ არა, ასეთ პირობებში სიარული... ჩემთვის სკოლა არის მხიარულება, ჟრიამული, სკოლის სასადილო, მეგობრებთან ურთიერთობა... ახლა კი ეს ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. მოვიფიქრებ, მინდა თუ არა სკოლაში დაბრუნება ამ შეზღუდვებით, შეიძლება მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, დისტანციური სწავლება ავირჩიო.

ერთ ბავშვს სიცხე დაუფიქსირდა, ატყდა პანიკა, გადაიყვანეს სხვა ოთახში, ყველა დაიძაბა, მერე გადაამოწმეს და ცრუ განგაში აღმოჩნდა... მაგრამ ისეთი მძიმე ფონი შეიქმნა და იმდენად დავიძაბეთ, აპოკალიფსი გეგონებოდა.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ესეც პრობლემურია, ბავშვები მარტო სოციალურს არა, სულიერ დისტანციასაც ვიცავთ და არ ვიცი, ამ ნაპრალს არ ამოავსებს... არ მომწონს ასეთი სკოლა - ზოგმა ყნოსვა დაკარგა, ზოგმა მადა და ზოგმა კიდევ ადამიანური ურთიერთობების სურვილი... ამიტომ არ მომწონს ეს ყველაფერი. დაძაბულები და გაუცხოებულები ვართ!“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება