სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ავტორიზაციის საბჭო პრემიერის ბრძანებით დამტკიცდა - იხილეთ წევრთა ვინაობა
15-02-2021
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.

ბრძანების მიხედვით, საბჭო 13 წევრისგან შედგება და მასში სკოლის დირექტორები, განათლების ექსპერტები, პროფესორი და განათლების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.

იხილეთ საბჭოს წევრთა სია

„საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.

მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის პროცედურების და სტანდარტების ცვლილების ინიცირება, რასაც მოჰყვება ქვეყანაში განათლების ხარისხის კულტურის დამკვიდრების მიმართულებით  მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ პროცესში იცვლება საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი ხდება, რომელმაც არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება