სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელი მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, ვერძს შეიძლება ურთიერთობები დაეძაბოს - ვისთვის არის ბოლო წარმატებული კვირა?
15-02-2021
-
+


19 თებერვლამდე მეტი შესაძლებლობაა წარმატების, ვიდრე მას შემდეგ პერიოდში. თუმცა მთლიანობაში კვირა სასიკეთოა.

18 თებერვალს მზე გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში. ადამიანებში ემოციურობა, მგრძნობელობა, შემოქმედებითობა მოიმატებს.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი: კარგი კვირა გაქვთ, დახმარებას იღებთ ახლობლებისა და პარტნიორებისგან. თუმცა 19 თებერვლიდან ზედმეტი ემოციურობა ურთიერთობებს დაგიძაბავთ.

კურო: იმუნიტეტი მატულობს, კარგ განწყობაზე იქნებით. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებისა და ხელშეკრულებების დასადებად. პირადი ურთიერთობებისა და ფინანსური კუთხით, თქვენი შესაძლებლობები გაუმჯობესდება.

ტყუპები: კარგი კვირა გაქვთ. შეხვედრების, კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის კარგი დროა. შეიძლება ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ახალი პარტნიორები იპოვოთ ან საინტერესო წინადადებები მიიღოთ. ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენთვის.

კირჩხიბი: კარგი პერიოდი გაქვთ. ინტუიცია გიმძაფრდებათ, საოცარი სიზმრებს ნახავთ, რომლებიც შეიძლება აგიხდეთ კიდეც. შეიძლება უცებ მიიღოთ მემკვიდრეობა, სასამართლო პროცესში თუ გაქვთ, კარგად დასრულდება. ძველ საქმეებს დაასრულებთ, ემზადებით ახალი სასიკეთო პერიოდისთვის.

ლომი: ქარიზმა და ორგანიზატორული ნიჭი გემატებათ, გექნებათ უამრავი კარგი წინადადება, თქვენ უნდა გამოყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ის აირჩიოთ. 19 თებერვლიდან მოიმატებს სხვების მხრიდან კრიტიკის და დაცინვის ტენდენცია, ამიტომ ყურადღებით იყავით.

ქალწული: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. საფულეს მიაქციეთ ყურადღება, პარტნიორთა ფული საკუთარი კეთილდღეობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქარიზმა მაღალი გაქვთ, შარმიანი და წარმატებული ხართ.

სასწორი: წარმატებული ხართ, ნიჭის გამოვლენა შეგიძლიათ. 19-ის მერე შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით. მზად იყავით ცვლილებისთვის.

მორიელი: მშვიდი რიტმით გაივლით კვირას, წარმატებული ხართ, ინტუიცია გიმძაფრდებათ. მატერიალურ მდგომარეობასაც და საოჯახო ურთიერთობებსაც გაიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი: აქტიური და ყველა დონეზე წარმატებული ხართ. კონტაქტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები აწარმოეთ, ყველა მხრიდან კარგი შანსები მოდის.

თხის რქა: ოჯახურ ურთიერთობებს მიხედავთ, კომფორტს შეიქმნით. ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებთ და პროფესიულადაც წინსვლა გელით.

მერწყული: ბოლო კვირა გაქვთ წარმატების და უნდა გამოიყენოთ. ორიგინალური იდეები გაქვთ და გარშემომყოფებთან ურთიერთგაგებაც გემატებათ. ზუსტად გრძნობთ, რას ითხოვს საზოგადოება და ზუსტად იმას აკეთებთ.

თევზები: განწყობა გიუმჯობესდებათ, ინტუიციაც ძლიერდება. ვეღარავინ მოგატყუებთ, შეიძლება ამ კვირაში შეცვალოთ ურთიერთობები. სასიკეთო ერთ თვიანი პერიოდი გეწყებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება