| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ და ამ დროისთვის, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
26 საჯარო სკოლიდან ტესტირება 20 სკოლაში ჩატარდა, დღეს იტესტებიან დანარჩენი 6 სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, რადგან მათი ეპიდემიოლოგები მიდიან სკოლებში და უზრუნველყოფენ ტესტირების პროცესს. საჯარო სკოლებში, ამ დროისთვის პედაგოგების კოვიდინფიცირების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და 10-მდე შემთხვევაა კერძო სკოლებში. მოგეხსენებათ, კერძო სკოლებსაც იგივე პროცესების გავლა და რეგულაციების დაცვა უწევთ, რომ სწავლა დაიწყონ საკლასო ოთახებში. პედაგოგები, რომელთაც დაუდასტურდათ ვირუსი, სამსახურში არ მივლენ, მათი საგნები კი დირექციის ორგანიზებით, გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. 15 თებერვლიდან რუსთავის ყველა სკოლა ჰიდრიდული სწავლების მეთოდზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში შეუდგება სწავლას, ნაწილი კი კვლავ ონლაინ რეჟიმზე დარჩება“, - განაცხადა რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება