სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ, სასწავლო გარემო მოვარგო თანამედროვე გამოწვევებს“, - ნაზი ნადირაძე, სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ დირექტორი
12-02-2021
-
+


სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ დირექტორი, etaloni.ge-ს იმ განცდებს უზიარებს, რომელიც დისტანციური სწავლებისას დაეუფლა, ასევე საუბრობს შეძენილ გამოცდილებასა და რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან პედაგოგებისა თუ მშობლების ურთიერთობის ხარისხზე.

რა გამოცდილება შესძინა ონლაინ-სწავლებამ სასკოლო საზოგადოებას და როგორ არ უნდა შეუშალოს არანაირმა წინააღმდეგობამ სკოლას ხელი მთავარი მიზნის მიღწევაში? - ამ კითხვებზე პასუხებს სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ დირექტორის, ნაზი ნადირაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ თანამედროვე სამყაროში ელექტრონული სწავლა/სწავლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- თანამედროვე პანდემიურ სიტუაციაში ის, ერთის მხრივ, ტრადიციული სწავლების ალტერნატივაა, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა, არაერთი პრობლემის წინაშე დააყენოს მოსწავლე. მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მოსწავლეების ემოციური მდგომარეობა დისტანციური სწავლებისას, ინტერნეტთან წვდომა და სხვ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვისა და ახალი პრაქტიკის დანერგვის ეტაპს, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა და შეგვახსენა; პირველ რიგში - ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიუხედავად პანდემიური სიტუაციისა, მათი მთავარი ორიენტირი, სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, კვლავ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვა რჩება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორ შეუძლიათ დისტანციური სწავლების პირობებში, არ დაკარგონ სწავლისადმი ინტერესი და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მოტივაცია. ასევე, აღსანიშნავია ონლაინ გაკვეთილების გამრავალფეროვნების მიზნით, მათი ჩართულობა სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად გაითვალისწინონ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და აქტიურად ითანამშრომლონ  შვილებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

-  როგორ შევცვალო, გავაუმჯობესო სასწავლო გარემო და მოვარგო თანამედროვე გამოწვევებს, რათა კიდევ უფრო  ამაღლდეს მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება