სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ხდება რისკჯგუფში მყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება და როგორ მიიღებენ პედაგოგები ანაზღაურებას - ყველა დეტალი
12-02-2021
-
+


რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ და მუშაობა დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ ან მოითხოვოს სხვა პედაგოგით ჩანაცვლება. რას ნიშნავს მასწავლებლის ჩანაცვლება და როგორ მოხდება ამ შემთხვევაში მათი ანაზღაურება? - აღნიშნულ კითხვებზე etaloni.ge-ს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა.

- განგვიმარტეთ, რას ნიშნავს რისკჯგუფში შემავალი მასწავლებლის ჩანაცვლება?

- ერთი შემთხვევა არის, რომ მასწავლებელს ეძლევა საშუალება, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დგება რისკის ქვეშ, დისტანციურად დაორგანიზდეს მისი კონკრეტული საგანი. არის მეორე შემთხვევა, როდესაც გარკვეული პერიოდის, ერთი, ორი კვირის განმავლობაში სკოლაში შეთანხმების საფუძველზე კოლეგას აძლევს ან თხოვნით  მიმართავს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან ჩაატაროს გაკვეთილი. ანუ აქაც არის საუბარი იმაზე, რომ ეძლევა სკოლას და მასწავლებელს არჩევანის საშუალება.

 - მოქმედებს თუ არა პედაგოგის ანაზღაურებაზე ეს  ფაქტი?

- პედაგოგი მიიღებს ჩვეულებრივად ანაზღაურებას.

- იმ შემთხვევაშიც ჩვეულ ანაზღაურებას მიიღებს თუ დავუშვათ 2 კვირის განმავლობაში მის მაგივრად სხვა პედაგოგი ჩაატარებს გაკვეთილს?

- ეს არის უკვე შეთანხმების საკითხი სკოლაში ადმინისტრაციასა და მასწავლებელს შორის. ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნება თუ შეთანხმების საფუძველზე მისი კოლეგა ჩაატარებს გაკვეთილს.

- ამ შემთხვევაში კოლეგაც აიღებს დამატებით ანაზღაურებას, რომელიც დამატებით ატარებს სხვის მაგივრად გაკვეთილს და ის მასწავლებელიც, რომელიც ჩაანაცვლეს?

- ეს არის კიდევ შეთანხმების საფუძველზე. შეიძლება ახლა ჩემი მდგომარეობა ჯანმრთელობის კუთხით არის გამოწვევების ქვეშ და ასე ვთქვათ კოლეგამ მხარი დაუჭიროს და მის მაგივრად ჩაატაროს გაკვეთილი. ეს მხოლოდ შეთანხმების ნაწილია, მაგრამ თუ მასწავლებელს უნდა ის დისტანციურად ჩაატარებს გაკვეთილს.

განათლების მინისტრის მოადგილის პასუხებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის ჩანაცველებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება პედაგოგებს უშუალოდ სკოლაში მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა თანაბარ პირობებში არ იყვნენ და ყველა სკოლაში განსხვავებულად განისაზღვროს მათი პირობები, როგორც ანაზღაურებასთან, ისე ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პედაგოგებისთვის ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. მაგალითად, რამდენად შესაძლებელი იქნება, რისკჯგუფში მყოფმა მასწავლებელმა მოითხოვოს დისტანციური სწავლება იმ სკოლაში, სადაც მისი საგანის სხვა მასწავლებელი არ არის. როგორ დარეგულირდება ეს საკითხი მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც ისედაც პედაგოგების დეფიციტია ან მაქსიმუმ რამდენი ხნით შეუძლია პედაგოგს დისტანციურზე გადასვლა მოითხოვოს ან ჩანაცვლება.

აქვე გაცნობებთ, რომ რისკჯუფად მიიჩნევიან, როგორც 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ისე გარკვეული ქრონიკული სახის დაავადების მქონე პირები. დაავადების ჩამონათვალი, რომელიც ქრონიკულად მიიჩნევა პედაგოგებს შეუძლიათ ბმულზე იხილონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება