| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„წინასწარ ნუ ვიზეიმებთ დედამიწაზე გამარჯვებას, დადგება დრო და ის შურს იძიებს ჩვენზე“, - ასე აფასებს ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი დავითაძე დღეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას; მოხარულია, რომ მოსწავლეებმა მალევე აუღეს ალღო დისტანციური სწავლების ელემენტებს და ამაყობს, რომ მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან, ურთულეს სიტუაციებში გამოსავალი იპოვონ.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ კოსმოსურ ეპოქაში, მაშინ, როცა ქვეყნების გარკვეული ნაწილი პოსტინდუსტრიულ ფაზაშია გადასული და თითქოს აკონტროლებენ დედამიწაზე ყველაფერს, თვალით უხილავმა ვირუსმა დაგვაჩოქა...
დასკვნა: „წინასწარ ნუ ვიზეიმებთ დედამიწაზე გამარჯვებას, დადგება დრო და ის შურს იძიებს ჩვენზე“.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- არსებობს განათლების მიღების ალტერნატიული გზები, თუმცა საკლასო ოთახში სწავლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც მოულოდნელობის, ფსიქოლოგიური სტრესის, იზოლირებისა და ნოსტალგიების წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ურთულეს სიტუაციებში გამოსავლის ძიების მზაობა, მონდომება და პასუხისმგებლობა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- თუ როგორ მოკლე ვადაში მოახერხეს დისტანციური სწავლების ელემენტების დაუფლება, როგორ ძლიერ ჰყვარებიათ სკოლა და მისი საზოგადოება.
- მშობლებს ვურჩევდი...
- ფარ-ხმალი არ დაყარონ, დაიცვან რეკომენდაციები და შვილებიც მიაჩვიონ კანონმორჩილებას.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- თუ როდის დავამარცხებთ პანდემიას, როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ