სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებს, ექიმებთან ერთად, გმირებად დავასახელებდი“ - გულო სულამანიძე, ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
11-02-2021
-
+


რა შეცვალა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ამაზე სიღრმისეულად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ფაქტი ერთია - მასწავლებლები, მოსწავლეები და რა თქმა უნდა სკოლის ხელმძღვანელები, გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა ისიც უდავოა - ამ წინააღმდეგობას თავი გმირულად გაართვეს და ამის ნათელი დადასტურება თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ბარდუბნის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობდნენ, ფროსმაჟორულ სიტუაციაში მოსწავლეებს სათანადო, ხარისხიანი განათლება მიეღოთ; საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგაც არაფერი შეცვლილა... ეს კი ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი გუნდისა და ხელმძღვანელის გარეშე, ნამდვილად ვერ მოხდებოდა. რა ასწავლა პანდემიამ და ონლაინ-რეჟიმმა სასკოლო საზოგადოებას? ამ კითხვაზე პასუხს ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორის, გულო სულამანიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.  

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ის, რაზეც თვალებს ვხუჭავდით: დედამიწა დაიღალა ადამიანების გაუფრთხილებლობით, უზრუნველობით, გულგრილობით. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ სტუმრები ვართ დედამიწაზე...  მატერიალურზე ფიქრით სულიერება სადღაც, შორს მივატოვეთ. იმდენად შორს, რომ იქამდე მისასვლელი გზაც კი დაგვავიწყდა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ახალი ქცევები, ინტერნეტის სწორად გამოყენება, დროის განაწილება, სხვადასხვა აქტივობისა და რესურსის მოძიება,საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელს დავახასიათებდი როგორც გასახსენებლად უმძიმეს წელს. პანდემია, მეტ-ნაკლებად,  ყველას შეეხო. დავკარგეთ ახლობელი,ძვირფასი ადამიანები. გლობალურმა საფრთხემ თითქოს ყველას ტკივილი გააერთიანა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად პოზიტივი მიხარია და საყვარელი საქმის კეთების სურვილი. ისინი უწყვეტი სასწავლო პროცესის სადარაჯოზე არიან. მე მათ, ექიმებთან ერთად, ჩვენი დროის გმირებად დავასახელებდი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან, ყველაზე მეტად, სიმშვიდე მიკვირს. მნიშვნელობა არ აქვს, დასწრებით ფორმატზე ვართ თუ დისტანციურზე, ისინი დამაჯერებლად აგრძელებენ სწავლას. განსაკუთრებით გამოვყოფდი დაწყებითი კლასების მონდომებას, ინტერესსა და ბეჯითობას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, შვილებთან ერთად ისწავლონ. ბავშვები ტექნოლოგიებს თავისუფლად ფლობენ, მაგრამ წიგნი შეუცვლელია. ვურჩევდი, ერთად იკითხონ წიგნები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ, რა თქმა უნდა, სკოლაზე. საუკუნის გამოწვევის დროს, როგორც ხელმძღვანელს, ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია. ლიდერი სწორ გზას უნდა პოულობდეს და სხვებსაც აჩვენებდეს გზას. დღეს მართლაც რომ დაფიქრების დროა. ამ დროს თაობების განათლებისა და წინსვლისთვის გამოვიყენებ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება