სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები პედაგოგებს
11-02-2021
-
+


სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა.

etaloni.ge გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო პორცესის მიმდინარეობისას:

  • სკოლის საერთო სივრცეებში უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ პირბადით;
  • სკოლის შენობაში შესვლისთანავე უნდა გაიაროთ დეზობარიერი;
  • კლასიდან კლასში გადაადგილებისას, ხელები უნდა დაიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით;
  • მშობელთან კომუნიკაციისთვის პედაგოგებმა დისტანციური სერვისები უნდა გამოიყენოთ;
  • უნდა მიაწოდოთ მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვანია ინტენსიურად იმუშაოთ მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
  • რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, შესაძლებლობა გეძლევათ სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადოთ და მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელება მოითხოვოთ. 
  • მასწავლებლებმა უნდა გაითვლისწინოთ ისიც, რომ თუ მოსწავლეს ტემპერატურა 37 გრადუსი და მეტი დაუფიქსირდა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ მოსწავლის მშობელს და მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. 
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება  2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება