სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიცხე მოსწავლეებს მასწავლებელმა უნდა გაუზომოს - ახალი პროტოკოლი პედაგოგებისა და მშობლებისთვის
10-02-2021
-
+


15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებიც იხსნება; განათლების სამინისტრომ მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა: რა ევალებათ სკოლებს მშობლებთან მიმართებაში და რა რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს უკლებლივ ყველა? - დეტალური ინფორმაცია სკოლებს უკვე გაეგზავნათ:

სკოლაში თითოეულმა მოსწავლემ თერმოსკრინინგი რომ უნდა გაიაროს, ეს სიახლე აღარაა, სამაგიეროდ, ახალი პროტოკოლით, კონკრეტულად გაიწერა, რომ სიცხე მოსწავლეებსა თუ სკოლის ვიზიტორებს მასწავლებელმა უნდა გაუზომოს:

„სკოლის შენობაში შესვლისას თითოეული პირისთვის სავალდებულოა თერმოსკრინინგის გავლა; თერმოსკრინინგი განხორციელდება მორიგე მასწავლებლების მიერ სკოლის შესასვლელებთან;

თერმოსკრინინგისას მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია;

ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება სკოლის შენობაში;

მოსწავლეებში ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლე გადაყვანილი იქნება საიზოლაციო ოთახში“.

ასევე, მშობლებს სკოლაში მისვლა, დირექტორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ეკრძალებათ და გარდა აუცილებელი შემთხვევისა, სხვადასხვა საშუალებით შეუძლიათ ურთერთობა დამრიგებელსა თუ სხვა მასწავლებელთან „სკოლაში უცხო პირები, მათ შორის მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, დაიშვებიან დირექციის თანხმობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში ვიზიტის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული საკითხის განხილვა“.

მოსწავლეებს აქვთ დისტანციური სწავლების მოთხოვნის უფლებაც:

„თუ რომელიმე კლასის/კლასების მოსწავლეთა და ამ კლასის/კლასების მასწავლებელთა სრული შემადგენლობა წერილობით დაადასტურებს თანხმობას და მზაობას დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ეს კონკრეტული კლასი/კლასები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. ამ შემთხვევაში დანარჩენი საკლასო ჯგუფებისთვის სკოლა დასწრებით სწავლებას გააგრძელებს“.

ცვლილებებია მოსწავლეების დაგვიანების წესში - თუ აქამდე 5 დაგვიანების შემდეგ იგზავნებოდა მონაცემები დირექციასთან, ამ შემთხვევაში დაგვიანებული მოსწავლის მონაცემებს მანდატური პირველივე ჯერზე უგზავნის დირექციას რეაგირებისთვის;

ახალი რეგულაციის თანახმად მშობელი ვალდებულია:

ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;

სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;

ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;

უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;

დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიმართოს სკოლას განცხადებით და ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე Online.emis.ge;

ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია - გამოცდები 2026

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სენაკში საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
 
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
 

ვიდეოში გადმოცემულია მათი ბავშვური სიხარული, მეგობრობა და ის განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც პირველ სასწავლო წელს უკავშირდება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება