სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის
06-11-2017
-
+


საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის. პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში, კონფერენცია  გაიმართა სახელწოდებით "რესურსცენტრების დღე", სადაც განხილული იქნა  რესურსცენტრების განვითარების საჭიროებები და სკოლებთან კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზები. 

კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს რესურსცენტრის როლზე მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების გაძლიერებისა და სკოლების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში, რესურსცენტრის როლზე სკოლის ბაზაზე შექმნილი პროფესიული სასწავლებლის მოდელის განხორციელებაში და სხვ. წარმოდგენილი იქნა ადგილობრივ  თვითმმართველობასთან   სასკოლო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები; მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებს და მათ  მიმდინარეობას.

შეხვედრები რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან მომავალში სისტემურ ხასიათს მიიღებს და  თვენახევარში/ორ თვეში ერთხელ გაიმართება.  განიხილება წინასწარ დღის წესრიგით  გათვალისწინებული საკითხები. შეხვედრები ახალ ფორმატში მინისტრთან და ზედა დონის მენეჯმენტთან, უფრო აქტიურს გახდის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას სამინისტროს, რესურსცენტერებსა და   სკოლებს შორის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება