სიახლეები
ინტერვიუ

„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც ამ საგანში მენტორი მასწავლებელი გახდა“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა
09-02-2021
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორობის არაერთ წელს ითვლის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია. Etaloni.ge თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ცაავას წარმოგიდგენთ, რომელიც ამაყობს, რომ მის სკოლაში სტატუსიანი პედაგოგები ასწავლიან, მათ წარმატებაზე კი მოსწავლეების შედეგები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

ახლა, როდესაც გადაწყდა,  15 თებერვლიდან თბილისშიც იხსნება სკოლები, ქალბატონი ეკატერინე ცოტას ღელავს თანამშრომლებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე, თუმცა აცხადებს, რომ თბილისის N49 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მისაღებად დღესვე მზადაა:

- მშობლებიც ღელავენ და უნდა გამოგიტყდეთ, სურვილი აქვთ, ბავშვები გადაიყვანონ დისტანციურ სწავლებაზე. განსაკუთრებით, ეს მაღალი კლასების მოსწავლეებს ეხება . ამბობენ, რომ ონლაინ-გაკვეთილები უფრო წარმატებული იყო, უკეთ  ვაკონტროლებდით, დროს არ კარგავდნენ, ბიჭები ქუჩაში ნაკლებ დროს ატარებდნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მივესალმებით, ჩვენი შვილები სახლებში დარჩნენო.

- როგორც დირექტორი, პირადად რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

- ჩემი, როგორც ადმინისტრატორის აზრით, კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი; ჩვენი ფუნქცია მოქალაქეების ჩამოყალიბებაა, სადაც სოციალური გარემო უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ახლა - პანდემიის პირობებში კომუნიკაციამ ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა, თან ისე, რომ ახალგაზრდებმა მეტი მეგობარი შეიძინეს, თუნდაც, უცხოეთში... ეს მარტივი საკითხი არ არის, სკოლაში დაბრუნება თან უნდათ, თან - არა. მარტივად რომ ვთქვათ, სასკოლო აქტივობები უნდათ, მომხრეები არიან, აღდგეს სასკოლო კლუბები, მაგრამ ამავე დროს, სწავლის თვალსაზრისით, ურჩევნიათ დისტანციურად დარჩნენ.

ბავშვებში სკოლაში ერთობოდნენ, სასადილოში ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონაწილეობდნენ, ახლა კი ამ ყველაფრის გარეშე ბრუნდებიან, რაც არ მოსწონთ. მარტივად რომ ვთქვათ, სკოლაში დაბრუნება უნდათ, ოღონდ არა ამ  რეგულაციებით და მე მესმის მათი. წარმოიდგინეთ, სკოლაში მხოლოდ სასწავლებლად მოვლენ, მეგობრებს დერეფანში ვეღარ შეხვდებიან რადგან გაკვეთილები სხვადასხვა დროს დაიწყება და დასრულდება, არ იქნება შეკრებები... ესაა მოტივი, სკოლაში დაბრუნების იდეით რომ არ აღფრთოვანდნენ.   

- მოსწავლეებს მოსწონთ თუ არა, სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება. მზადაა თქვენი სკოლა ამ გამოწვევისთვის?

- რა თქმა უნდა! სკოლა მოწესრიგებულია, დღე არ ყოფილა არ გაგვეკონტროლებინა უსაფრთხოება და თამამად შემიძლია ვთქვა -  ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მოსწავლეები დღესვე მივიღოთ.

- საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ დისტანციური სწავლება თქვენთან წარმატებით მიმდინარეობდა…

- პირველები ვიყავით, ვინც ონლაინ სივრცეში დავიწყეთ „Teams“-ში მუშაობა, თუმცა დამატებით რესურსებსაც ვიყენებდით.. ჩემი სკოლა არ არის დიდი, ამიტომ უზრუნველვყავით, ყველა ბავშვისთვის გაკვეთილები ყოფილიყო ხელმისაწვდომი; ყურადღება არ მოგვიკლია, მაქსიმალურად ვეხმარებოდით და ჩართულობის ხარისხიც მაღალი იყო. მე რუსულს ვასწავლი და თამამად ვიტყვი - თითოეული მოსწავლის ცხოვრებით ვცხოვრობდით.

- მასწავლებელი ხართ, სკოლას წლებია ხელმძღვანელობთ... რთული პროფესია აგირჩევიათ.

- ასე ვერ ვიტყოდი - 20 წლიდან სკოლაში ვარ და დიდი სტაჟი მაქვს; პარალელურად ვმუშაობდი უმაღლეს სასწავლებელში, მაქვს ხარისხი და მენტორი მასწავლებელი ვარ, ჩემი სკოლიდან პირველი  ვიყავი, ვინც გამოცდები ჩააბარა, შემდეგ იყო კარიერული წინსვლა, გავხდი წამყვანი და პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც ამ საგანში მენტორი მასწავლებელი გახდა.

- ეს სტატუსი ალბათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.

- თვითონ მასწავლებლობაა დიდი პასუხისმგებლობა, თორემ მე, როგორც მასწავლებელი,  არ შევცვლილვარ; პასუხისმგებლობა კი იმ მხრივ გაიზარდა - მინდა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს და მიხარია, ჩემი კოლექტივის ყველა წევრი სტატუსმინიჭებული პედაგოგია.

- რადგან კარიერული წინსვლა ახსენეთ, სქემაზეც გკითხავთ, რომელიც დღემდე განხილვის საგანია. .

- გეთანხმებით, ეს სადავო საკითხია... გამოცდა არის ის, რასაც ჩვენ  ვაკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - თუ მოქმედი მასწავლებელი ხარ, სიახლეს მაინც ნერგავ საგაკვეთილო პროცესში, გამოცდა კი საკუთარი თავის შემოწმებაა.

თუმცა აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, არიან პედაგოგები, ყოველგვარი რეგალიების გარეშე, თუმცა საოცარი შესაძლებლობებით - ზოგიერთს არ უნდა გამოცდის ჩაბარება,  აპროტესტებს... მაგრამ თუ სქემა გაძლევს საშუალებას,  გამოცდილება, კომპეტენცია  გამოცდაზე გასვლით დაამტკიცო და შემდეგ ამაში ხელფასი მოგემატოს, იყოს, ბატონო, რატომ არა?!

- ქალბატონო ეკატერინე,  წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი ხართ?

- ალბათ, ასეა...  წარმატების ერთ-ერთი საწინდარი კი, მოსწავლეთა შედეგებია, რომელიც სახეზე გვაქვს; თამამად შემიძლია თქმა - დისციპლინური დარღვევები ჩემი დირექტორობის პერიოდში არ ყოფილა.

- ეს თქვენი სიმკაცრის დამსახურებაა?

- როგორც ადმინისტრატორი მომთხოვნი ვარ,  როგორც მასწავლებელი - უფრო ლოიალური... მე, როგორც ადმინისტრატორი,  ვალდებული ვარ, მოვთხოვო ყველას თავისი მოვალეობის შესრულება. თუ ვერ ასრულებს, მიზეზს ვარკვევ და ვეხმარები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მჭირდება მოთხოვნების წამოყენება. მიმაჩნია -  ადამიანს უნდა აჩვენო გზა და დაეხმარო.


კომენტარები


ეტალონი

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

როდის ირიცხება საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელი - საპატიო მიზეზების ჩამონათვალი

ბათუმსა და თბილისში სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვნის მუშაობის ფაქტები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

 საკოორცინაციო საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები კანონით განისაზღვრა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი აქტივობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა

 

 

მსოფლიოს ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერლის დაბადების დღე მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებით იზეიმეს

ექთნის ამგვარი გულისხმიერი მუშაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას

საინტერესო

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება