სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს 3 ნიშანს ფინანსურად კარგი კვირა, თევზებისთვის კი რთული პერიოდია - რა უნდა გააკეთოს ყველამ 11 თებერვალს?
09-02-2021
-
+


ეს კვირა ორნაწილად იყოფა - 12 თებერვლის შემდეგ კარგი პერიოდი დაიწყება. ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს კარგი პერსპექტივა ექნება. 10 თებერვალს პროვოკაციების ალბათობა მაღალია, 11 თებერვალს ახალმთვარეობაა. 12 თებერვალს კი ახალი საქმის დაწყებისას ის შეცდომები არ დაუშვათ, რაც იანვარში დაუშვით.

11 თებერვალს იწყება ხარის წელიწადი - ამ დღეს ის რიტუალები უნდა შეასრულოთ, რაც ახალ წელს უნდა გაგეკეთებინათ ხარის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. 23:05 წუთზე თეთრი ფერის 5 სანთელი დაანთეთ და ჩაუთქვით 5 სურვილი. 5 მონეტა ჩადეთ საფულეში ან ყულაბაში.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: კარგი პერიოდი გაქვთ, კონტაქტურები და გონება მახვილები ხართ. 12 თებერვლიდან მეტი შანსი გექნებათ წარმატების, თუ საჩქარო საქმე არ გაქვთ ამ პერიოდის მერე დაგეგმეთ.

კურო: ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, ემოციურად უფრო გაწონასწორებული ხდებით, კარგად იგრძნობთ თავს. წარმატების შანსები ამ კვირაში გექნებათ.

ტყუპები: კარგი დროა, ძალიან ქარიზმატული, ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ, ყველა გეხმარებათ. შეიძლ;ება ახალი პროექტი ან სამსახურიც კი დაიწყოთ. წარმატების შესაძლებლობა ძალიან მაღალი გაქვთ.

კირჩხიბი: სასიკეთო პერიოდია ეს თქვენთვის, სასიკეთო სიზმრები შეიძლება დაგესიზმროთ, რაც პერსპექტივებსაც დაგანახებთ. აქტიური დროა, ენერგიული ხართ, განწყობაც გიუმჯობესდებათ. ყველა პოზიტიური ენერგია შემოდის თქვენთვის.

ლომი: ძალიან აქტიურები უნდა იყოთ. მრავალფეროვანი და მრავალმხრივი წინადადების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ბევრი კარგი პერსპექტივა გექნებათ, თუმცა ძირითადი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანეთ.

ქალწული: ერთ-ერთი საუკეთესო დროა, გონებამახვილი და პრაგმატული ხართ, შეიძლება ახალი თანამშრომლობა ან პროექტები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი: სპორტის, ხელოვნების ან იურისპუდენციის სფეროთი დაკავებულები განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან. ესთეტიზმი და დიპლომატიურობა გემატებათ, მეტი კონტაქტი დაამყარეთ, აქტიურობის შემთხევაში წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

მორიელი: სარკასტული და ზედმეტად პირდაპირი აღარ იქნებით, სირბილე შემოდის თქვენს ხასიათში. კარგ ურთიერთობებს დაამყარებთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან. ეს პერიოდი ფინანსურ მდგომარეობას, ურთიერთობებს გააუმჯობესებს. სასიკეთო პერიოდი გეწყებათ.

მშვილდოსანი: საუკეთესო პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიზნეს საქმიანობისთვის. შეგიძლიათ საინტერესო ფინანსური წყარო აღმოაჩინოთ.

თხის რქა: ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას კომფორტის მოწყობაზე გადაიტანთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში.

მერწყული: 4 პლანეტა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში ხვდება, ამიტომაც ვარსკვლავური  პერიოდი გაქვთ. ყველაფერი გამოგდით, მთავარი ფავორიტი ხართ. ყველა სფეროში შესაძლებლობები ძალიან მაღალი გაქვთ.

თევზები: შედარებით რთული პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. თუმცა წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა. შესაძლებლობები მეტად პოზიტიური გექნებათ, თუმცა მაინც ყურადღებით იყავით ჭორებისა და ინტრიგების მიმართ. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. შემდეგი კვირიდან თქვენი აღორძინება იწყება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება