სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენმა მოსწავლემ აირჩია დისტანციური სწავლის მოდელი აჭარაში და რას ამბობს განათლების სამინისტრო?
09-02-2021
-
+


8 თებერვლიდან დისტანციური სწავლის მოდელი აჭარაში 2 418 მოსწავლემ აირჩია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სწავლების დისტანციური მოდელი ბათუმის 25 საჯარო სკოლიდან 2 350-მა მოსწავლემ აირჩია, ხოლო ქობულეთის 3-სკოლიდან 68 მოსწავლემ.

სამინისტროს განცხადებით, იმის გასაგებად თუ რამდენმა მოსწავლემ აირჩია დისტანციური სწავლება ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულისა და გორის სკოლებში საჯარო ინფორმაციის სახით უნდა იყოს გამოთხოვილი. რაც აზრს მოკლებულია, ვინაიდან, დისტანციური სწავლის არჩევის უფლება ყოველ ოთხშაბათს აქვთ მოსწავლეებს, საჯარო ინფორმაციის მოწოდების დრო კი 10 სამუშაო დღეს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებს - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. ასევე, 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - Online.emis.ge.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება