სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მხოლოდ სამედიცინო პირბადით დაიშვებიან, საკლასო ოთახები საათში ერთხელ განიავდება - რეგულაციები საფრანგეთში
08-02-2021
-
+


საფრანგეთის სკოლებში თანამშრომლებიცა და მოსწავლეებიც ვალდებულნი არიან,  მხოლოდ პირველი კატეგორიის პირბადე ატარონ - ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

რას გულისხმობს ეს რეგულაცია? - იმას, რომ სკოლებში არასამედიცინო პირბადის გამოყენება დაუშვებელია. ამასთან, საკლასო ოთახებში ფანჯრები ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე წუთით უნდა გაიღოს, ხოლო სკოლის სასადილოებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებმა ხელისუფლებას კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდეს, რომლის თანახმადაც, ყველას, ვისაც PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ჩატარების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდება, 36 საათის განმავლობაში მეორე ტესტიც უნდა ჩაუტარდეს იმის დასადგენად, არის თუ არა ესა თუ ის პირი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები სახეობით ინფიცირებული. ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ ან „ბრაზილიური“ ვარიანტი დაუდასტურდებათ, ვალდებულები იქნებიან, არა 7 არამედ 10 დღით გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

იმ შემთხვევაში კი, თუკი კოვიდ 19-ის აღნიშნული ვარიანტებიდან რომელიმე სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდება, მისი კლასი ავტომატურად დაიხურება და კლასის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება