სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებს მთავრობა დააფინანსებს - რა პირობები უნდა დააკმაყოფილოთ პროგრამაში ჩასართველად
08-02-2021
-
+


გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო პროგრამის - სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აწერს.

ბრძანებით განისაზღვრა, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს სააღმზრდელო დაწესებულება, რათა მთავრობის სუბსიდირების პროგრამაში მოხვდეს.

ბრძანებაში განსაზღვრულია, ვინ შეიძლება გახდეს ბენეფიციარი და რა პირობებით:

ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობს საბავშვო ბაღის სფეროში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკროსესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/ მიკრომიმართვის წარდგენის მომენტისთვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც, თუ მის/მათ მიერ საბავშვო ბაღების მიმართულებით კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია  სესხის/მიკროსესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო საბავშვო ბაღის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებულნი მოვალეთა რეესტრში.

საბავშვო ბაღი − მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადრეული და სკოლამდელი განათლების (ასევე ინკლუზიური განათლების) სერვისის მიწოდებისათვის, რაც გულისხმობს ორგანიზაციული სწავლების საწყის ეტაპს, რომელიც უპირატესად გამიზნულია არასასკოლო ასაკის საბაზისო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ბავშვის სასკოლო მზაობისათვის (აღნიშნული არ მოიცავს ბავშვთა ყოველდღიური მოვლის საქმიანობებს). ამასთან, მეწარმე სუბიექტი საბავშვო ბაღის მოსარგებლედ მიიჩნევა, თუ:

− საბავშვო ბაღისათვის საჭირო უძრავ ქონებას (ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა),  საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების საფუძველზე, ფლობს მეწარმე ფიზიკური პირის/მეწარმე იურიდიული პირის დამფუძნებელი ან/და დამფუძნებლის ოჯახის წევრი;

− საბავშვო ბაღისათვის საჭირო უძრავი ქონება (ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა)  კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულია იმ სესხის/მიკროსესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც მითითებულია მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ შესაბამის მიმართვაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება