| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის თქმით, თუ მასწავლებელი კორონავირუსის რისკჯგუფშია სკოლამ გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს.
მისი თქმით, სამინისტრომ შესაძლო რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებთან დაკავშირებით ორი მიმართულებით იმუშავა.
„პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ღონისძიებები გააკეთა. მეორე არის უკვე განათლების მიმართულება, როგორ დაორგანიზდეს ეს პროცესი. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...