სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს წარედგინა
07-02-2021
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს წარედგინა.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.

პროექტის გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლების და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში).

ის თანამშრომლები, რომელიც სფეროების მიხედვით არ მუშაობენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინიშნებიან.

კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, დოკუმენტაციის (არქივის) განსაზღვრას, განკარგვას და მათთვის გადაცემას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება