სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - „M ვექტორი“ რეგისტრაცია დაიწყო
06-02-2021
-
+


მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი - „M ვექტორი“ პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულ უფროსკლასელებს იწვევს.

მსურველებს 20 იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია „M ვექტორის“ ვებგვერდზე - mvector.ge გაიარონ. რეგისტრაციის სისტემის ბმული და პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვების მსგავსად, ოფიციალურ Facebook გვერდზეც განთავსდება.

დაინტერესებულ პირებს კონკურსში ჩართვა მაისის ბოლომდე, პროექტის პირველი ეტაპის დასრულებამდე შეეძლებათ, ამავე, ძირითად  ეტაპზე ხდება საკონკურსო თემებსა და დავალებებზე მუშაობაც.

  • „M ვექტორი“ მონაწილეებს კონკურსის მიმდინარეობისას სრულ მხარდაჭერას სთავაზობს: ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შინაარსობრივი საკითხები ექსპერტებთან ერთად სპეციალურ ფორუმზე განიხილონ. კონკურსის თემატიკასა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ვებ და Facebook გვერდებზე სისტემატურად გაიმართება LIVE ჩართვები, შეხვედრები, ასევე, სპეციალური რუბრიკების ფარგლებში, განთავსდება განმარტებითი და შემეცნებითი ინფორმაცია.
  • წლევანდელი კონკურსის სიახლეა - მენტორის საათი. მონაწილეებს მენტორებთან ერთად საკითხების განხილვა კვირაში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დროს ვიდეო შეხვედრის ფორმატში შეეძლებათ.
  • პროექტის დასკვნითი ნაწილი დამოუკიდებელ სამუშაოსდა ექსპერტებთან ონლაინ გასაუბრებას ითვალისწინებს.

2020 წელს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათემატიკითა და ალგორითმული აზროვნებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ახალი, ინოვაციური და ფორმატით გამორჩეული კონკურსი შესთავაზა. პროექტი სახელწოდებით - „M ვექტორი“ თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებზე ორიენტირებული კონკურსია. მისი მიზანია მოსწავლეებში მათემატიკური, ალგორითმული აზროვნების გამოვლენა, ცოდნის გაღრმავება,  ასევე, ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნების ხელშეწყობა.

„M ვექტორი“ უპირატესად მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, თუმცა პროექტი მკაცრ შეზღუდვას არ აწესებს, მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. 2020 წელს კონკურსის წინასწარ განსაზღვრული ფორმატი პანდემიის გამო სრულად შეიცვალა და ყველა ეტაპი ონლაინ წარიმართა. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და, რაც მთავარია, ინტეგრირებული  სივრცეების შექმნაზე „M ვექტორის“ ექსპერტებმა, მენტორებმა იზრუნეს. პროექტის ვებ და Facebook გვერდები კი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო და შემეცნებითი სივრცის ფუნქციასაც ასრულებდა.

2020 წელს „M ვექტორის“ კონკურსზე საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან 500-მდე მსურველი დარეგისტრირდა. მათი უმეტესობა მე-12 კლასის მოსწავლე იყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე 76 მონაწილე შეირჩა, მათგან გამარჯვებული თბილისის, ჭიათურის, ადიგენის, ზუგდიდის, ქუთაისის, საგარეჯოსა და ფოთის სკოლების 18 მოსწავლე გახდა. ამასთან,  ყველა გამარჯვებულ მე-12 კლასელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პრიზებთან ერთად, KIU-ში სწავლის შესაძლებლობა სრული დაფინანსებით შესთავაზა.

2021 წელს, გასული წლის მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კონკურსის ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული.

  • კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)
  • კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ
  • პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  • პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება