| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, უნივერსიტეტებში, მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო პროგრამა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები გვეყოლება.
„განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ სისტემის განახლება ახალი მასწავლებლებით მოახერხოს. ჩვენ ამის შეფასება გავაკეთეთ, დავითვალეთ მასწავლებლები ყველა საგანში და მათი საათების გადანაწილება. დეფიციტებიც განვსაზღვრეთ და კარგი არის ის, რომ ერთი მხრივ უნივერსიტეტებში დაიწყო მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 5 წლიანია.
5 წლის შემდეგ გვეყოლება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები. ყოველწლიურად ხდება მასწავლებლების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. მაგალითად, თუ მე მინდა ქართულის მასწავლებელი გავხდე, ვაბარებ ამ საგანს და ვადასტურებ, რომ ვიცი ქართული ენა და ლიტერატურა, ამ საბუთით უნივერსიტეტში 1 წლით 60 კრედიტიან პროგრამას გავდივარ და მიენიჭება მასწავლებლის პროფესია,“- განაცხადა „კურეირთან“ საუბრისას ეკატერინე დგებუაძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას