სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველი მიმართავს
07-02-2021
-
+


სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტებისთვის გონივრული მისადაგების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ ზოგადი წინადადებით მიმართა.

2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველს ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისას არასათანადო წვდომასთან დაკავშირებით სმენის პრობლემის მქონე სამმა აბიტურიენტმა მომართა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ უცხო ენის გამოცდისას, მოსასმენი დავალების შესასრულებლად დამატებითი დროის გამოყოფა და ხმის გამაძლიერებელთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს ვერ პასუხობდა. ამასთან, განმცხადებლები გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან მათი სპეციალური საჭიროებების შესახებ არასათანადო კომუნიკაციაზე მიუთითებდნენ.

საქმეების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების კუთხით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები პირის ინდივიდუალურ საჭიროებებთან სრულად შესაბამისობაში არ არის.

ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური, ამომწურავი კომუნიკაციის პროცედურის დანერგვა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი პირის სპეციალურ საჭიროებას სათანადოდ უპასუხებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ზოგადი წინადადებით მიმართა:

ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, ამომწურავი კომუნიკაციის პროცედურა;

კანონმდებლობაში არ არსებობდეს იმგვარი ბარიერები, რომელიც დაგვიანებულად მიმართვისას გონივრული მისადაგების ფორმის შერჩევას გამორიცხავს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დარჩენილ დროში პრაქტიკულად შეუძლებელია გონივრული მისადაგების ღონისძიების განხორციელება;

გონივრული მისადაგების ღონისძიების შერჩევისას გაითვალისწინოს ჩასაბარებელი საგნის სპეციფიკის და აბიტურიენტის შეზღუდული შესაძლებლობის ფორმის ურთიერთდამოკიდებულება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება