სიახლეები
სიახლეები

ახალგაზრდა, რომელიც 14 წლიდან გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს, დღეს KIU-ს ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია 
05-02-2021
-
+


ლუკა სამხარაძე გამორჩეულად მიზანდასახული და გონიერი ახალგაზრდა ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია.

დატვირთული საუნივერსიტეტო რეჟიმის პარალელურად, KIU-ს Visual Math Fest-ის კონკურსშია ჩართული, რომელიც TUM-ის პროფესორებთან ერთად ხორციელდება და ლუკასთვის საუკეთესო საშუალებაა შინაგანი სამყაროს ილუსტრაციის სახით გამოსახატად. საკუთარი ნამუშევარიც გაგზავნილი აქვს და ელოდება კონკურსის შედეგებს. დაინტერესებულია უნივერისიტეტის საოლიმპიადო წრის პროგრამირებით, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.

მომავალმა სტუდენტმა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლისა და STEM მიმართულებისადმი განსაკუთრებული ინტერესი იმ, უამრავ წარმატებაში გამოიხატა, რომელსაც არცთუ ისე დიდ ასაკში მიაღწია. სასკოლო მეცადინეობის პარალელურად, მაღალ დონეზე დაეუფლა საინფორმაციო ტექნოოგიების ცენტრ „მზიურის“ კურსს პროგრამირებასა და ალგორითმებში. შეისწავლა პროგრამირების ენები: c++ და c#. 2014-2016 წლებში მონაწილეობას იღებდა ინფორმატიკის ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში. 

16 წლის ასაკში გადაწყვიტა საკუთარი პროგრამის შექმნა. samKHa CG პირდაპირ ეთერში გრაფიკული გამოსახულებების ჩვენებაზეა პასუხისმგებელი.  პროგრამის რამდენიმე ტიპი დაამზადა და მათგან ყველაზე გამოყენებადი samKHa CG – Football აღმოჩნდა. აღნიშნული პროგრამა 2020 წლის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის - ეროვნული ლიგის - მატჩების ტრანსლაციების გრაფიკული გამოსახულებებით გამდიდრებას უზრუნველყოფდა. პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ყოველდღიურად ემატება ახალი ფუნქციები. 2019 წლიდან samKHa CG -ის პროგრამას  არაერთი კომპანია იყენებს, მათ შორის - GFMStuduio, Videoscope, MGI Live და ა.შ. გარდა გრაფიკის პროგრამის შექმნისა, პირდაპირ ეთერზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 14 წლის ასაკში GFMStudio-ში გრაფიკულ დიზაინერად დაიწყო მუშაობა, სადაც კვირაში მინიმუმ ორ პირდაპირ რეპორტაჟზე იყო პასუხისმგებელი.  2020 წელს, ლუკას გამოცდილებასა და ხედვაზე დაყრდნობით, კომპანიამ გადაწყვიტა მისი გადაყვანა სპორტული ტრანსლაციების მთავარ რეჟისორად. 

სკოლის ბოლო საფეხურზე, აბიტურიენტობისას მისთვის ის დრო დადგა, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია და უნივერსიტეტი უნდა აერჩია. პროფესიაზე ბევრი არ უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და აინტერესებდა. რაც შეეხება უნივერსიტეტს, სწორედ, ამ პერიოდში შეიტყო მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ.

საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებისა და სწავლის პერსპექტივამ, გერმანულმა საგანმანათლებლო მოდელმა და KIU-ს შესაძლებლობებმა იმთავითვე მიიზიდა. სასწავლებლის ისტორიაში პირველ ნაკადში მოხვედრა ცოტა სარისკო გადაწყვეტილებად მოეჩვენა, თუმცა სიახლეების მოყვარულმა ლუკამ „რისკზე წასვლა“ აირჩია და მაღალი ქულებით KIU-ში ჩაირიცხა. როგორც თავად ამბობს, ეს მის ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა, უნივერსიტეტმა სტუდენტის მოლოდინს გადააჭარბა. კამპუსზე ცხოვრება მისთვის იმაზე დიდი სიამოვნება და შესაძლებლობა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. საერთო საცხოვრებელი ყველანაირ პირობას უქმნის იმისათვის, რომ მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმეცადინოს. მიაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აძლევს შანსს მიიღოს უმაღლესი დონის განათლება და ამასთან ერთად, მუდმივად იყოს ორიენტირებული ცოდნის გაღრმავებაზე.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ როგორც გერმანელი, ისე ქართველი პროფესორების კვალიფიკაციითა და პიროვნული თვისებებით. ისინი არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ კარგი ადამიანებიც არიან. აქ ყველანაირად გვიწყობენ ხელს, რომ გერმანული სტანდარტით ვისწავლოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩემი აზრით, KIU უდიდესი შანსია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთლიანად  ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის. KIU-ში ლექციების გარდა არაერთი საინტერესო აქტივობაა, რომელიც ჩემს ყურადღებას იპყრობს. მათ შორის გამოვარჩევდი, საოლიმპიადო წრეს პროგრამირებაში, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და Vizual Math Festival-ს, რომელიც საშუალებას მაძლევს ცოდნის გარდა შინაგანი სამყაროც გამოვამჟღავნო და ილუსტრაციით გადმოვცე. KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები“ - ლუკა სამხარაძე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება