TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დისტანციური სწავლების შემდეგ დაუბრუნდეს სკოლის რიტმს? - რჩევები
07-02-2021
-
+


დისტანციური სწავლების შემდეგ მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული რეგულაციებისა, სკოლაში დაბრუნება ახარებს ყველას - როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.

მაგრამ სახლში ყოფნის დროს ბავშვები სასკოლო რიტმს გადაეჩვივნენ. გთავაზობთ რჩევებს, როგორ დაეხმაროთ შვილს დაუბრუნდეს სკოლის რეჟიმს?

დაეხმარეთ მოსწავლეს შეადგინოს დღის ახალი განრიგი

დაეხმარეთ ახალი განრიგის შედგენაში. იმისთვის რომ მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობდეს, შეადგინეთ დღისა თუ კვირის განრიგი და მიუთითეთ, რა დროს რა საქმიანობით დაკავდეს, ამასთან აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვს თავისუფალი დრო საკმარისად აქვს, რომ სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს და სკოლა და სასკოლო საქმეები მეტად შეიყვაროს.

დაეხმარეთ მოსწავლეს შეეჩვიოს ახალ რეალობას და შეახსენეთ წესები, რომელთა დაცვაც სკოლაში პანდემიის გამო მოუწევს

პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ნათელია, რომ შიშით ცხოვრებით ყველა დაიღალა. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ამოცანაა - შეახსენონ მოსწავლეებს, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელშიც აუცილებელია სოციალური დისტანცია, ანტისეპტიკური ხსნარი და პირბადე. ნუ შეაშინებთ ბავშვს და არ ჩამოუყალიბოთ სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების შიში. აუხსენით, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, საკმარისია ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა. ეცადეთ ეს ყველაფერი აუხსნათ მშვიდად, თუ მშობლები დარწმუნებით და მშვიდად საუბრობენ, ბავშვებიც უკეთ გრძნობენ თავს როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად. 

მიეცით ბავშვს ერთი კვირა და ის თავის სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება

ბავშვები სოციალიზდებიან პიროვნებად ფორმირების ადრეულ ეტაპებზე. ეს ხდება, სხვადასხვა ასაკში 3-დან 12 წლამდე. მას შემდეგ, რაც ბავშვმა ეს ეტაპი გაიარა, არანაირი წყვეტა, ხანგრძლივიც კი, მის ურთიერთობას თანატოლებთან არ გააუარესებს. კონფლიქტების რაოდენობაც ასევე მკვეთრად და უსაფუძვლოდ არ გაიზრდება.

ადროვეთ თქვენს შვილს ერთი კვირა და ის თავის სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება. ხოლო თუ პირველკლასელის მშობელი ხართ, მხარი დაუჭირეთ სკოლაში მისი ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია თუ ხელს არ შეუშლით. ნუ გააკრიტიკებთ, ნუ გაკიცხავთ, არამედ შეეცადეთ გაუგოთ. შექმენით ინტერესის არეალი. დაუსვით მეტი კითხვა რომელიც მის გარემოცვას ეხება: რა მოსწონს? ვისთან ურთიერთობა მოსწონს? და ა.შ.

მიეცით ადაპტაციისთვის დრო

ნუ მოსთხოვთ მოსწავლეს თავიდანვე ზედმეტად ბევრს. მიეცით მოსწავლეს დრო მიეჩვიოს სასწავლო რეჟიმს, განრიგსა და სკოლის რიტმს. 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა დაეხმაროთ პირველკლასელ შვილს სკოლასთან ადაპტაციაში? - რჩევები

სკოლაში წასვლა ყველა ბავშვისთვის ერთნაირად მარტივი არ არის - რჩევები ბავშვთა ფსიქოლოგისგან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება