| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი კლასის დაწყება ერთგვარი კრიზისი და სტრესია ბავშვისთვის. ეს არის ნორმალური ადამიანის რეაქცია ცვლილებებზე. იმისთვის, რომ კრიზისი არ გადაიქცეს ნევროზად, თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს შვილს ახალ რეალობასთან ადაპტაციაში.
პირველ კლასში მისვლისას ბავშვს ეცვლება დღის რეჟიმი, უნდა გაიცნოს ახალი ბავშვები, შეეგუოს მასწავლებელს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დროულად შეამჩნიოს განიცდის თუ არა ბავშვი სირთულეებს და შეეცადოს მისთვის მხარდაჭერის გაწევას. საშუალოდ ადაპტაციის პერიოდი გრძელდება ექვს თვემდე. ამას შეიძლება თან ახლდეს ბავშვის ქცევისა და განწყობის გარკვეული მოულოდნელი ცვლილებები.
და მაინც როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციაში?
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ მიდის ჩემი შვილი სკოლაში?“
ხშირად მშობლებს აქვთ პირადი მოლოდინები: რომ მან სწრაფად აითვისოს საგნები, მიიღოს კარგი შეფასება და ა.შ. როდესაც საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხებთ ამ კითხვაზე, მიხვდებით შეძლებს თუ არა თქვენი შვილი სკოლასთან ადაპტაციას.
შექმენით მშვიდი ატმოსფერო თქვენი შვილისთვის
პირველი სასწავლო წლის კრიზისი შეიძლება გამწვავდეს, თუ ბავშვის გარშემო ნერვული ატმოსფერო იქმნება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რამდენად შეშფოთებულია და წუხს ბავშვი. პირველ რიგში, აუცილებელი არ არის თქვენი შვილი განიცდიდეს ყველა იმ ნეგატიურ გამოცდილებას, რაც თქვენ გაქვთ განცდილი თქვენს სკოლის წლებში. ახლა სწავლისადმი მიდგომა შეიცვალა, მასწავლებლები უკვე განსხვავებულები არიან და განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ბავშვების მიმართ.
დაე, დაუშვას ბავშვმა შეცდომები, შეამცირეთ თქვენი მოლოდინები, რადგან შეცდომის დაშვების გარეშე რაღაცის სწავლა შეუძლებელია.
თუ თანმიმდევრულად შეასრულებთ ჩამოთვლილ ყველა რეკომენდაციას, თქვენი პირველკლასელი შეძლებს ადაპტირებას ახალ გარემოში და „სწრაფად ჩაერთვება“ სასწავლო პროცესში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად