სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთება შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის - IFDI
03-02-2021
-
+



პანდემიის დროს გარემონტებული სკოლებისა და ბაღების სველი წერტილები - აღნიშნულ საკითხზე კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IFDI) გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების მოწყობისთვის გაღებულ ხარჯებზე. 


„2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით,  41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით.

ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა“ - წერია ანგარიშში. 

კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 09 იანვრის განკარგულებით, 57 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იყო მიზნობრივი ტრანსფერი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, თუმცა COVID-19-ის გავრცელებამ პრიორიტეტები შეცვალა და მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაციები საჯარო სკოლებთან დაკავშირებით განეხორციელებინათ მხოლოდ სანიტარული კვანძების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის N947 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს უფლება მიენიჭა სველი წერტილების საპროექტო-სახრაჯთაღრიცხვო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისს N973 განკარგულებით კი გაუქმდა მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ლიმიტები და მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცა ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად შეეძინათ სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროდუქტი თუ მომსახურება.  

„გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად სახელდება პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა. აღნიშნული საკითხი და შესყიდვების მასიურობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული. კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს. 

ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდა აღნიშნული თანხების გამარტივებული ხელშეკრულებებით გადანაწილება“ - ვკითხულობთ კვლევაში. 

ანგარიშის დასკვნა კი ასეთია:

„კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას.

ამასთან, პანდემიის გამო სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთების საჭიროება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის და საჭიროებს სისტემურ მიდგომას“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება