სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისა და მასწავლებელთა ტესტირების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კომენტარები გაკეთდა
03-02-2021
-
+


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვიდე-პრემიერმა ნათია თურნავამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში სკოლების გახსნის შემდგომ არსებულ ვითარებასა და მასწავლებელთა ტესტირების შესახებ ისაუბრეს.

1 თებერვლიდან აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებიდან მიმდინარეობს, როგორია სტატისტიკა და როგორ მიმდინარეობს პროცესი - აღნიშნულ კითხვას ნათია თურნავამ უპასუხა.

„ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი უფრო დეტალურ კომენტარს მოგცემთ, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ნორმალურად მიდის“, - განაცხადა თურნავამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ტესტირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და მარტშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, სკოლების დახურვის შემთხვევა არ ყოფილა, წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას. ძალიან მცირე რაოდენობა იყო იმ მოსწავლეების, რომლებიც დისტანციურად აგრძელებენ სასწავლო პროცესს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მასწავლებელთა ტესტირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ციფრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დატესტილია 6 200 მასწავლებელი, მათგან 0.3% დადებითი მაჩვენებელი აქვს. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტი, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება