სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები კორონავირუსის ვაქცინით, სკოლების გახსნამდე აიცრებიან - როგორი მიდგომა აქვთ თურქეთში?
02-02-2021
-
+


თურქეთში სკოლების გახსნამდე მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაუტარებენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 15 თებერვალს გაიხსნება, სკოლის მოსწავლეები კი გაკვეთილებზე დასწრებას 1-ელი მარტიდან შეძლებენ.

„ვგეგმავთ, პედაგოგები, რომლებიც პირისპირ სწავლებაში ჩაერთვებიან, მიმდინარე თვის განმავლობაში ავცრათ,“- განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან, ხოლო მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეები, რომლებიც საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებიან, ყოველდღე.

თურქეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსის თითქმის 2.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაღუპულია 26000-ზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში ჩინური კომპანია Sinovac Biotech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 2.2 მილიონი მოქალაქეა აცრილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება