სიახლეები
სიახლეები

ეს კვირა თებერვალში ყველაზე რთულია - ზოგ ზოდიაქოს ნიშანს ფინანსური დანაკარგი, ზოგს - სახლსა და სამსახურში პრობლემები აქვს
02-02-2021
-
+


თებერვლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირაა - საერთო ფონი დაძაბულია. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

ვენერა მერწყულის ზოდიაქოში 25 თებერვლამდე იქნება. ფული შეიძლება მოულოდნელად შემოვიდეს და ასევე, მოულოდნელად დაიკარგოს, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ადამიანებში სიურპრიზებისკენ მიდრეკილება იმატებს.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ზედმეტი ენერგია გიშლით ხელს, ზედმეტ ენთუზიაზმს, სულსწრაფობასა და ხარჯისკენ მიდრეკილებაში. გადაწყვეტილებები მიიღეთ 12 თებერვლის შემდეგ, ახლა შეიძლება არასწორი არჩევანი გააკეთოთ და  ნაჩქარევი და შეცდომებით სავსე იყოს თქვენი ნაბიჯები.

კურო: რთული პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი ეცემა. თქვენი გეგმები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს  საზოგადოების ან კოლეგების გეგმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი. შეუხამეთ ერთმანეთს ეს და გამოიჩინეთ დიპლომატია. გადადით ინდივიდუალურ შემოქმედებაზე, გუნდურობა ახლა არ გარგებთ.

ტყუპები: იმის მიუხედავად, რომ კრეატიული და შეუპოვარი ხართ, მაინც რთული პერიოდი გაქვთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ  საკუთარი იდეების განსახორციელებლად. თუ თქვენს იდეების მართებულობაში ვინმეს ეჭვი შეეპარება, შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ თქვენს გადაწყვეტილებაში. ამან კი შეიძლება თქვენი გაორება გამოიწვიოს.

კირჩხიბი: ემოციური ხასიათცვალებადობა, მაღალი მგრძნობიარობა, ეჭვიანობა მომატებული გაქვთ. საკუთარ თავს გაუფრთხილდით. შიშის და ნევროზული ელემენტები მაღალი გაქვთ. არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. ინდივიდუალურ მუშაობაზე გადადით.

ლომი: აქტიურები, ქარიზმატულები, ეფექტურები და ენერგიით სავსეები ხართ, მაგრამ თქვენც გაქვთ პრობლემები. სწორედ თქვენი წარმატება გააღიზიანებს ბევრს, ჭორების, ინტრიგების ალბათობას გაზრდის. თქვენი მოშურნეები ყველაფერს გააკეთებენ, დანაკარგები გქონდეთ. ფრთხილად იყავით.

ქალწული: წვრილმანებს ჩაეძიებით, პირდაპირი იქნებით, არავის დაინდობთ, რაც პრობლემებს შეგიქმნით. კონფლიქტური და რთული პერიოდია,  განსაკუთრებული არაფერი დაიწყოთ.

სასწორი: რთული პერიოდი გაქვთ. ინტრიგები და ჭორები აქტიურდება, რასაც შინაგანი ეჭვიანობაც ემატება. დინამიური ხართ, ფიზიკურად თავს კარგად გრძნობთ, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ზედმეტი გრძნობებით არ უნდა გათქვათ, საკუთარი ემოციები, ამით მტრები ისარგებლებენ.

მორიელი: დიდი ყურადღება გმართებთ. საოჯახო ურთიერთობებში დაძაბულები ხართ. კონფლიქტების ალბათობა მაღალია. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ სამსახურშიც, ურთიერთგაგება კოლეგებთან გართულდება.

მშვილდოსანი: აქტიური, ინიციატივიანი და ქარიზმატული ხართ, თუმცა თქვენს გარშემო პრობლემები იქნება, რის გამოც შეიძლება საკუთარ საქმეებს ვერ მიხედოთ.

თხის რქა: მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, სხვის რჩევებს არ მოუსმინოთ. ამან შეიძლება ფინანსური დანაკარგებიც კი გამოიწვიოს. ამიტომ საკუთარ თავს დაუჯერეთ. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი.

მერწყული: ახლა თქვენი დროა. 5 პლანეტა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. ენერგეტიკა მაღალი, აქტიური, გონება მახვილი ხართ და სწორედ ეს გიშლით ხელს. ზედმეტი თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეიძლება სხვების გაღიზიანების მიზეზი გახდეს და პრობლემა შეგიქმნათ.

თევზები: გარკვეული პრობლემები გაქვთ, თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გარშემომყოფების მხრიდან, გაგაღიზიანებთ. ნევროზული მიდრეკილებაც მაღალი გაქვთ. შეცდომები არ დაუშათ, რისი ალბათობას ამ კვირაში მაღალია. 12 თებერვლის შემდეგ, კარგი პერიოდი დაიწყება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაჟა-ფშაველას ლექსი და გურამ რჩეულიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ

სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

ლევან ღირსიაშვილი წინა წლებში იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

ილია ჭავჭავაძე და გივი გეგეჭკორი ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება