სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ახალი ONLINE ინტელექტუალური გადაცემა „გაამოს!“ - „არაფერი გვიშველის, თუ აღზრდილი და განათლებული მომავალი თაობა არ გვეყოლება“
02-02-2021
-
+


31 იანვარი ქართულ ონლაინ-სივრცეში დიდი სიახლეების დღე აღმოჩნდა. „ეტალონმა“ უპრეცედენტო LIVE პროექტები შესთავაზა საზოგადოებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე. ესაა ინტელექტუალური გადაცემა პირდაპირ ეთერში - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

პირველი გადაცემის სტუმრები იყვნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ჩიხლაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაია; ხოლო გადაცემის მთავარი კონსულტანტი კომუნიკაციების ექსპერტი, ნათია გოცაძე გახლდათ; თემა კი - მოზარდი და გარდატეხის ასაკი. 

„ამ გადაცემის მომზადებისკენ საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ გვიბიძგა - სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სამწუხაროდ, არავის სცალია და თუ რამე სასიკეთო არ ვიღონეთ, უფრო კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება. არაფერი გვიშველის, თუ აღზრდილი და განათლებული მომავალი თაობა არ გვეყოლება.

ჩემი აზრით, ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მთავარი არსი გახლავთ არა მხოლოდ, ფიზიოლოგიურად შვას მომავალი თაობა, არამედ აღზარდოს კიდეც! მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ინტერნეტ-სივრცე, სადაც მოაზროვნე ადამიანებს აღზრდა-განათლების თანამედროვე პრობლემებზე დავაფიქრებდით და მათი გადაწყვეტის გზებზე პროფესიონალებთან ერთად ვიმსჯელებდით“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა პროექტის სულისჩამდგმელმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და სტუდიაში სერგო ჩიხლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდატეხის ასაკი ურთულესი პერიოდია, რომელიც გარკვეულ შინაგან ძვრებთან, ჰორმონალურ ცვლილებებთანაა კავშირში და ამ ყველაფერს სუბიექტური ფაქტორებიც ემატება, მაგალითად გარემო, რომელიც მოზარდის ირგვლივაა შექმნილი: „სუბიექტური ფაქტორებიდან უპირველესია ოჯახი, მერე სკოლა და სოციუმი, თუმცა ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს ოჯახს; გადაცემა, თქვენი ეს წამოწყება კი იმიტომ მომწონს, რომ თანაბრად ეხება ბავშვსაც, მშობელსაც, ოჯახსაც“.

კომუნიკაციების ექსპერტმა, ნათია გოცაძემ აღნიშნა, რომ მოზარდის გარდატეხის ასაკში მშობლები ბევრად დაბნეულები არიან და ამიტომ მთავარი ამოსავალი გულწრფელობა და სიმართლის თქმაა.

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გარდატეხის ასაკი მოზარდისთვის თვითგამორკვევის პერიოდია, „როდესაც ითხოვენ მეტ სითბოს, ყურადღებასა და სიყვარულს...  ამ პერიოდში იწყება აგრესია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უკიდურეს ფორმაში. როდესაც გაუცხოება იწყება, მშობელი თვლის, რომ ავტორიტეტი არ არის შვილისთვის. ამ დროს შიში ჩნდება და ცდილობს, მეტი მექანიზმი აამოქმედოს, რადგან ჰგონია, ასე უფრო დაცული იქნება. აქედან გამოსავალი კი რწმენა სიყვარუალია- ეს აძლიერებს მოზარდის სულიერ მდგომარეობას“.

წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმაღვანელმა, ლირა ღურწკაიამ კი საუბარი ასე დაიწყო:

„მადლობა ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტების შექმნისთვის. ახლა რაც შეხება თემატიკას - გარდატეხის პერიოდი ურთულესი ეტაპია და ეს ვიცით ყველამ, ბავშვი ხდება აგრესიული, ვერ პოულობს ავტორიტეტს, კრიტიკული კითხვები უტრიალებს, ვერსად ხედავს თავს... თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია მშობლისგან დამრიგებლური, მეგობრული ტონი“...

ამის შემდეგ საუბრები სხვადახვა ჭრილში გაგრძელდა, თუმცა მთავარი ამოსავალი გახლდათ - რა არის გამოსავალი და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, უფროსები, რათა ბავშვებს გარდატეხის ასაკის სირთულეები ადვილად დავაძლევინოთ.

საბოლოოდ კი სტუმრებიც და წამყვანიც შეჯერდნენ ერთ „ჯადოსნურ ფორმულაზე“, რომელიც მხოლოდ ასაკობრივი სირთულეების დაძლევაში კი არ დაეხმარება ჩვენს შვილებს, ცხოვრების გზაზე არაერთ წინააღმდეგობას გადაალახვინებს - ეს გახლავთ გულწრფელობა, არანაირი ტყუილი და რაც მთავარია დიდი სიყვარული.

გადაცემის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება