სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მშობლებმა გაამხილეს, რა გენიალური ხრიკებით ატყუებენ ბავშვები მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს
31-01-2021
-
+


ბრიტანელი ტელეწამყვანი კრის არნოლდი სოციალურ ქსელ Twitter-ში მოყვა, თუ როგორ ცდილობენ მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს პედაგოგის გაცურებას. მოსწავლეთა ხრიკების შესახებ კრისს მეუღლემ უამბო, რომელიც მასწავლებლად მუშაობს.

მისი მეუღლის ერთ-ერთი მოსწავლე ონლაინ გაკვეთილების დროს პროგრამა Zoom-ში პერიოდულად საკუთარ სახელს ცვლიდა და reconnecting-ს (ხელახალი დაკავშირება) „ირქმევდა“, მასწავლებელი კი ფიქრობდა, რომ მას დაკავშირების პრობლემები ჰქონდა. შედეგად მოსწავლემ მოახერხა მასწავლებლის კითხვებისთვის რამდენიმე კვირა არ ეპასუხა. „ამ ყმაწვილს შეუძლია საკუთარ განათლებაზე არ​ იღელვოს, ის უკვე ნამდვილი გენიოსია“, - დაწერა არნოლდმა.

პისტს სხვა მშობლებიც გამოეხმაურნენ და საკუთარი შვილების მიგნებების შესახებ მოყვნენ. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მისმა ვაჟმა ავატარზე თავისი GIF-გამოსახულება დააყენა, ამიტომ ისე ჩანდა, თითქოს მოსწავლე გამუდმებით ეკრანს შესცქეროდა.

ასევე მამამ ვაჟის საიდუმლო ჩატების შესახებ გაამხილა: იქ თანაკლასელები ერთმანეთს პასუხებს უზიარებენ და კომპიუტერთან უხმობენ, როდესაც მასწავლებელი ერთ-ერთ მათგანს მიმართავს.

მშობლები აღნიშნავენ, რომ ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად ბავშვები ვიდეოთამაშების თამაშისას არაერთხელ გამოუჭერიათ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება