სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებს სემესტრის ბოლომდე მიიღებენ - განათლების სამინისტრო
08-02-2021
-
+


როდის მიიღებენ 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ ლეპტოპებს? - აღნიშნული კითხვა მოსწავლეებს უკვე დიდი ხანია აქვთ, თუმცა კონკრეტული პასუხი ჯერ კიდევ არა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხი კი კვლავაც ზოგადი და ბუნდოვანია. როგორც უწყებაში etaloni.ge-ს განუცხადეს, მოსწავლეებს ლეპტოპები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემათ, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწყებას ლეპტოპების შესყიდვის ტენდერი არ გამოუცხადებია, თუმცა გვეუბნებიან, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლომდე ანუ ამ სასწავლო წლის დასრულებამდე მიიღებენ. 

„2019-2020 სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპების შესყიდვა და გადაცემა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაიმართება 2020-2021 სასწავლო წელს. დაჯილდოების თაობაზე ყველა წარჩინებული მოსწავლე წინასწარ იქნება ინფორმირებული“, - განგვიცხადეს სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება