სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ონლაინ-სტუდენტობა არ გვინდა - აბიტურიენტების ნაწილი ეროვნულ გამოცდებზე გასვლას არ აპირებს
05-02-2021
-
+


მართალია, დაანონსებულია, რომ უმაღლესი სასწავლებლები 1 მარტიდან იხსნება, მაგრამ თქმა - ისინი აღარ დაიხურება - არავის შეუძლია. შესაბამისად, ვერავინ გვეტყვის დანამდვილებით, როგორ წარიმართება 2021-2022 სასწავლო ლიც - სტუდენტების დაბრუნება-არდაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში, ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

ამასობაში კი, აბიტურიენტები უკვე ალაპარაკდნენ, საერთოდ ღირს თუ არა ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, რადგან არ სურთ, პირველკურსელთა ბედი გაიზიარონ და სტუდენტობის საუკეთესო პერიოდი ონლაინ-რეჟიმში, კომპიუტერებთან მიჯაჭულებმა გაატარონ. არადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ჩვეულ ცხოვრებას დახლოებით წელიწადნახევარში დავუბრუნდებით, მანამდე დიდი იმედი არ მაქვსო. ჰოდა, სწორედ ამან განაპირობა აბიტურიენტთა უკმაყოფილება, მით უმეტეს, აქვთ წინამორბედების არცთუ სახარბიელო გამოცდილებაც - როდესაც სტუდენტებმა რეგიონებიდან, თბილისში ბინები იქირავეს, არცთუ მცირე ხარჯი გასწიეს და ბოლოს სიურპრიზად გამოუცხადეს, რომ სახლიდან გასვლა არ მოუწევდათ და ისინი ონლაინ-სტუდენტები იქნებოდნენ! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოოდ, რას გადაწყვეტენ და გავლენ თუ არა ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები, ეს ზაფხულში გამოჩნდება, მანამდე კი, საკუთარ განწყობაზე Etaloni.ge-ს ესაუბრებიან.

ლანა (აბიტურიენტი): „შარშან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ პირველკურსელებს ონლაინ-რეჟიმში მოუწევდათ სწავლა; ყველას გვეგონა, სტუდენტებისთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მე კი არ მინდა, ონლაინ-სტუდენტი ვიყო. პირველ რიგში, არავინ დავობს, დისტანციური სწავლების ხარისხი საკმაოდ საეჭვოა და გარდა ამისა, თუ სახლში უნდა ვიჯდე, რად მინდა ასეთი სტუდენტობა?!

დათო (აბიტურიენტი): „არ მინდა ასეთი სტუდენტობა! ჩემმა მეგობარმა შარშან ჩააბარა და ზის სახლში გამოკეტილი. ლექტორებს არ იცნობს, ვერც ახალი მეგობრები შეიძინა, სტუდენტია - ოჯახის წევრების გარემოცვაში... ისეთი დასტრესილია, წესიერად ვერ დაელაპარაკები. ჰოდა, რომ ვუყურებ, არ მინდა, მეც იგივე შეცდომა დავუშვა“.

სერგი (აბიტურიენტი): „არ მინდა, მაგათი დისტანციური სწავლება! სკოლა დისტაცნიურად, მომზადება დისტანციურად... ამ ფონზე სტუდენტობა დისტანციურად, უკვე მეტისმეტია. დავრეგისტრირდები გამოცდებისთვის, მაგრამ თუ ასეთივე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება, ნამდვილად არ გავალ ტესტირებაზე“.

სოფია (აბიტურიენტი): „ვფიქრობ, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია გავიარო თუ არა... არც მომზადების ხარისხია სათანადო და მიუხედავად იმისა, არ მინდა, წელი დამეკარგოს, ასეთ სტუდენტობასა და  ონლაინ-რეჟიმში პროფესიის დაუფლებას, არჩაბარება სჯობს. ვიმუშავებ, ცოდნასაც გავიღრმავებ და მერე გავხდები სტუდენტი, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ეს დრო ჩვენთვის მაინც დაკარგულია“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება