სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ნიჭიერი მოჭადრაკე - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე თენგიზ თოიძე
14-01-2021
-
+


ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ არეშიძე ნიჭიერ მოჭადრაკეს, მეექვსეკლასელ თენგიზ თოიძეს გვაცნობს. მოსწავლე უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ტურნირებსა თუ სხვადასხვა ჩემპიონატებში და წარმატებასაც აღწევს.

პედაგოგი მოსწავლის წარმატებების შესახებ გვიყვება და მიღწეულ გამარჯვებებს ულოცავს.

„მე მწამს, რომ ძლიერი ფსიქოლოგია გამარჯვების მომტანია არა მარტო ჭადრაკის დაფაზე, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტში“- ეს სიტყვები ეკუთვნის გარი კასპაროვს და ვფიქრობ მართებული ნათქვამია.  

მინდა გაგაცნოთ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VI-1 კლასის მოსწავლე თენგიზ თოიძე. უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ტურნირებსა თუ სხვადასხვა ჩემპიონატებში და საკმაოდ წარმატებითაც. მიუხედავად პანდემიისა და შეზღუდვებისა, თენგო აქტიურადაა ჩართული ონლაინ საჭადრაკო შეჯიბრებებში. წარმოგიდგენთ ბოლო რამდენიმე თვეში მიღწეულ წარმატებას:

1) 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და გურიის ჭადრაკის ფედერაცია „გურიამ“ 12 და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ქვეყნის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარება ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა. ჩემპიონატში ჩართული 114 მოჭადრაკიდან 11 წლის თენგიზ თოიძემ ფინიშზე ბრწყინვალე და უდანაკარგო თამაშით ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგის მიღწევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბოლო პარტიის მოგებამ ჩემპიონთან, ქუთაისელ დავით ნემსაძესთან.

2) ამავე წლის ნოემბერში Chess Queen Academy/ჭადრაკის დედოფლის აკადემიის ონლაინ-კლუბში ტრადიციულად ჩატარდა A და B კატეგორიის ტურნირები, 55 მოჭადრაკის მონაწილეობით.

A კატეგორიაში, სადაც თამაშობდა 1200-ზე მაღალი რეიტინგის მქონე 25 მონაწილე, პირველი ადგილი 7-დან 6 ქულით ოზურგეთელმა თენგიზ თოიძემ მოიპოვა!

3)Chess Club Lanchkhuti- 2021 წლის 10 იანვარს ჩატარებულ ტურნირში კი 1 ადგილი დაიკავა კვლავ  თენგო თოიძემ 79 მონაწილეს შორის.

თენგიზმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, გურიასა და მის გარეთ, ათასობით გულშემატკივარი გაიჩინა და იმედია მათ გასახარად მომავალშიც გააგრძელებს ახალი სპორტული სიმაღლეების დაპყრობას. ვულოცავ თენგოს ამ გამარჯვებას და წარმატებით დაწყებულ ახალ წელს. სიყვარულით კლასის დამრიგებელი მარიამ არეშიძე“, - წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება